ჭადრაკი

14:43 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა მსოფლიო ჩემპიონია!
გაფრინდაშვილმა ვერცხლი დაისაკუთრა

პირველად ქართული ვაჟთა ჭადრაკის ისტორიაში, საერთაშორისო დიდოსტატ ზურაბ სტურუას (2523) გამარჯვებით დასრულდა ბერძნულ კატერინში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ-მოჭადრაკეთა შორის!

გამარჯვებულმა მარცხის გარეშე განვლო 11-ტურიანი დისტანცია. მის აქტივში 6 გამარჯვება და 5 ფრეა, 13 სარეიტინგო ქულის მატებასთან ერთად.

სტურუამ (2523) 8.5 ქულით პირველობა ინგლისელ კეიტ არკელთან (2450) ერთად გაინაწილა, თუმცა უკეთესი მაჩვენებლებლებით, ჩემპიონის ტიტულს ქართველი დიდოსტატი დაეპატრონა. 8.0 ქულით მესამე ადგილზე კიდევ ერთი ინგლისელი ჯონ ნანი (2602) გავიდა.

მორიგი მედალი შემატა თავის კოლექციას ქართული ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა (2299). მან სენიორ-ქალთა შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გაფრინდაშვილმა 11 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და რუს ჩემპიონ სვეტლანა მედნიკოვას (2154) ნახევარი ქულით ჩამორჩა.

ასევე, 8.0 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა ნინო მელაშვილი (2135), ციალა ქასოშვილი (2161) 7.5 ქულით მე-5 გახლდათ, ხოლო თამარ ხმიადაშვილს (2090) 5.5 ქულა მე-14 პოზიციის დასაკავებლად ეყო.

0.127286