ჩოგბურთი

13:30 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შემადგენლობა შვეიცარიამაც დაასახელა

21-23 ნოემბერს დევისის თასის ფინალში საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. ორიოდე დღის წინათ “სამფეროვანთა” კაპიტანმა არნო კლემანმა თავისი გუნდის შემადგენლობა დაასახელა, გუშინ საღამოს კი შვეიცარიელთა ოთხეულიც გაირკვა. “ჯვაროსანთა” საჩოგბურთო ეროვნულ გუნდის წევრები როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, მარკო ჩუდინელი და მიხაელ ლამერი არიან.

მოახლოებული ფინალის წინ თავისი აზრი რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოთქვა: “ფინალში ფავორიტის სტატუსს ვერც საფრანგეთს მივანიჭებ და ვერც შვეიცარიას. ფრანგების უპირატესობა ტრიბუნების მხარდაჭერა და კორტის საფარია, მეორეს მხრივ, ფედერერი და ვავრინკა ბრწყინვალე მოთამაშეები არიან და კოლექტივიზმის გრძნობითაც არიან განმსჭვალულნი. ფაქტია, მეტად საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა გველის”.

შეგახსენებთ, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ფრანგთა ღირსებას ჟო-ვილფრიდ ცონგა, ჟილ სიმონი, გაელ მონფისი და რიშარ გასკე დაიცავენ.

დევისის თასის ფინალი ლილის “პიერ მორუას” საფეხბურთო სტადიონზე ჩატარდება. ამ არენის ტრიბუნები 27 ათას გულშემატკივარს იტევს.

0.118746