ფეხბურთი

12:33 | 5.11.2014 | ნანახია 909 - ჯერ

კუშჩაკი “ვულვზში” ითამაშებს

“ვულვერჰემპტონთან” გააფორმა კონტრაქტი 32 წლის პოლონელმა მეკარე ტომას კუშჩაკმა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე “ვულვზის” ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

“ვფიქრობ დიდ კლუბში მოვედი. მახარებს, რომ ჩვენს მიზანს პრემიერლიგაში გადასვლა წარმოადგენს. უქმად გატარებული თვეები დასრულდა, ახლა მხოლოდ ვარჯიშსა და ახლა კლუბზე ვარ კონცენტრირებული” – განაცხადა კუშჩაკმა.

პოლონელ მეკარეს უთამაშია “ვესტ ბრომვიჩში,” “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბრაიტონში.” გასული სეზონის ბოლოს “ბრაიტონი” დატოვა და ამ დრომდე უკლუბოდ იმყოფებოდა.

0.06824