ფეხბურთი

12:17 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თავმდაბალი გარსია

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ აღნიშნა, რომ მის გუნდს წარმატების მისაღწევა გაუჭირდება.

ორი კვირის წინ "რომამ" შინაურ კედლებში "ბაიერნთან" 1:7 წააგო და გულშემატკივრებთან შერცხვა.

"ბაიერნთან" მატჩში არ გვექნება ბევრი შანსი, კარგ შედეგს რომ მივაღწიოთ. მაგრამ მხოლოდ შედეგი არაა ყველაფერი, ასპარეზობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაც რომში მოხდა, ეს შემთხვევა იყო. იტალიის ჩემპიონატში ცუდად არ გამოვიყურებით. უნდა გვახსოვდეს თუ როგორ კარგად დავიწყეთ სეზონი და იგივე უნდა გავაკეთოთ დღევანდელ მატჩში. ჩვენ საფეხბურთო ფილოსოფიას არ გადავუხვევთ, თუმცა სათამაშო სტილს შეცვლით, რადგან ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც "ბაიერნია", ალღო უნდა აუღო." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

E ჯგუფში "რომა" მეორე ადგილზე 4 ქულით იმყოფება და უშუალო მდევარ "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით უსწრებს. იტალიელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოსახვედრად შანსი ჯერ კიდევ აქვთ.

0.873731