კალათბურთი

10:24 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 9 ქულა

ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “ინდიანა პეისერსი” 87:81 დაამარცხა. ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 20 წუთი და 21 წამი დაჰყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანის მონაგარი 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი გახლდათ. ზაზამ 7 შესაძლებლობიდან ოთხი 2-ქულიანი გამოიყენა და 2 საჯარიმო სროლიდან ერთი ჩააგდო. ფაჩულიამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

”მილოუკი ბაქს” 2 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა. ამ დროისთვის ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

0.116744