ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველმა მატჩებმა 2 მერვედფინალისტი გამოავლინა. მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება “რეალმა” და “დორტმუნდმა” მოიპოვეს, რომლებიც 100%-იან შედეგს ინარჩუნებენ. ფლეი ოფის ეტაპის საგზურთან ძალიან ახლოს იყო “არსენალი”, მაგრამ ლონდონელებმა 3-ბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვეს.
“ლივერპულის” სასტარტო შემადგენლობის ხილვისთანავე ცხადი ხდებოდა, რომ ბრენდან როჯერსს “რეალთან” ქულების აღების იმედი არ ჰქონდა. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები დაასვენა. შედეგად, “ლივერპულის” სასტარტო შემადგენლობის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უფრო ცოტა მატჩი (130) იყო, ვიდრე სათადარიგოთა შორის მყოფი ფეხბურთელების აქტივში (137). შედარებისთვის, “რეალის” ძირითადი 11 მოთამაშის საჩემპიონთალიგო თამაშების მონაგარი 642 შეხვედრა იყო.
მოლოდინისამებრ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი მასპინძელი გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდმა მხოლოდ 1 გოლი იკმარა. ეს ერთადერთი ბურთი 27-ე წუთზე გავიდა, როდესაც მარსელოს ფლანგურ გადაცემას ბენზემამ ზუსტი დარტყმა მოაყოლა. მადრიდელთა ფრანგი შემტევი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 ან მეტი გოლის გატანა ზედიზედ 5 გათამაშებაში მოახერხა.
“ლივერპულთან” თამაშში ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა იკერ კასილიასმა. “რეალის” მეკარემ ამ ტურნირზე 144 თამაში ჩაატარა, რაც საუკეთესო შედეგია.
ტურის მე-2 მატჩში, “ბაზელმა” “ლუდოგორეცი” 4:0 გაანადგურა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ეს მოგება, შვეიცარული კლუბებისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდულია.
“ბაზელის” პირველი გოლი 17 წლისა და 263 დღის ბრეელ ემბოლომ გაიტანა. ის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მე-6 ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.
“ანდერლეხტი” მე-4 გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში წაგებას თავი 3-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად აარიდა. ბელგიელები, “არსენალთან” გამართული შეხვედრის 58-ე წუთზე, 0:3 აგებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლონდონური გუნდი 1/8-ფინალის საგზურს ინაღდებდა. თუმცა, სტუმართა მხრიდან თავი დუბლით მარჯვენა მცველმა, ენტონი ვანდენ ბორემ გამოიჩინა, ხოლო 90-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა მიტროვიჩმა ქულების გამყოფი გოლი გაიტანა. “არსენალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე, პირველად ჩაატარა თამაში, რომელშიც 3 გოლი თავადაც გაიტანა და გაუშვა კიდეც.
მას შემდეგ, რაც “არსენალი” 3:0 დაწინაურდა, “ანდერლეხტს”, ევროტურნირებზე, 500 გაშვებული გოლი დაუგროვდა. უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე ამდენი გოლი, აქამდე, მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჰქონდათ გაშვებული.
მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაუშვა “დორტმუნდმა”, მაგრამ კლოპის გუნდმა მაინც იმარჯვა და 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა. გერმანელთა მეტოქემ, “გალათასარაიმ”, 2002 წლის სექტემბრის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მე-19 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და გოლი ამჯერადაც გაუშვა, თან 4.
4 გოლიდან ერთი შეცვლაზე შესული იმობილეს ანგარიშზეა. “დორტმუნდის” შემადგენლობაში თამაშში სათადარიგოთა სკამზე ჩართულმა ფეხბურთელებმა თავი ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ თამაშში გამოიჩინეს. მათ ანგარიშზე სულ 4 ბურთია.
“დორტმუნდს”, ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ, 13 გოლი აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ ამ გუნდმა, ბუნდესლიგის 10 თამაშში, მეტოქეთა კარი მხოლოდ 11-ჯერ აიღო.
დრამატულ შეხვედრაში იმარჯვა “იუვენტუსმა”, რომელმაც 1/8-ფინალში გასვლის შანსები შეინარჩუნა. ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 თამაშს ატარებდა ტურინელთა ნახევარმცველი ანდრეა პირლო და ანგარიში სწორედ მან გახსნა. 35 წლის ფეხბურთელმა თავი 21-ე წუთზე, რა თქმა უნდა, საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. პირლო მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის მე-100 შეხვედრაში გოლი გაიტანა. ის ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ტიერი ანრისა და კრიშტიანუ რონალდუს შეუერთდა.
“ოლიმპიაკოსმა” 3 წუთში გაათანაბრა, ხოლო 61-ე წუთზე ბერძნებმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. მე-2 გაშვებულმა გოლმა “ბებერი ქალბატონი” გაააქტიურა. იტალიელებმა ანგარიში 65-ე წუთზე, ლიორენტეს თავურისა და ხიმენესის ავტოგოლის წყალობით გაათანაბრეს. 46 წამში, პოგბამ საჯარიმოს წინა ხაზიდან დაარტყა და წინ კვლავ “იუვენტუსი” გავიდა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის 3:2 მოგება მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ “ოლიმპიაკოსს”, ტურინელებთან, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა რჩებოდა. ამის გამოსწორების ძალიან კარგი შანსი მასპინძლებს მე-5 დამატებულ წუთზე მიეცათ, როდესაც ტევესი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ ვიდალის თერთმეტმეტრიანი რობერტომ მოიგერია და “იუვენტუსი” მე-3 ადგილზე დარჩა.
იმავე ჯგუფში, დღის ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა. “ატლეტიკომ” “მალმიო” მშვიდად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მადრიდელები ერთპიროვნულად გალიდერდნენ. ხსენებული გოლი კი 30-ე წუთზე გავიდა. მასპინძლებმა, მარჯვენა ფლანგზე, კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რასაც ხუანფრანის ჩაწოდება და კოკეს მიერ ბურთის კარში ქუსლით გადაგზავნა მოჰყვა.
მატჩის საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც რაულ გარსიამ საშუალო დისტანციიდან ზუსტად დაარტყა. 28 წლის ნახევარმცველს, ჩემპიონთა ლიგაზე, 6 გოლი დაუგროვდა. ის, ამ ტურნირზე, “ატლეტიკოს” მე-2 საუკეთესო ბომბარდირია. გარსიამ აგუეროს, თურანსა და პანტიჩს გაუსწრო. ის მხოლოდ დიეგო კოსტას ჩამორჩება, რომელსაც ლიგაზე, “ატლეტიკოს” მაისურით, 8-ჯერ გაუტანია.
ბოლო გუნდი, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში გოლი გაუშვა, “მონაკოა”. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი ლისაბონს ეწვია და თამაშის მიწურულს გაშვებული ერთადერთი ბურთის გამო უქულოდ დარჩა.
ჯგუფის მე-2 მატჩში, “ლევერკუზენმა” კორეელი შემტევის, ჰინ-მინ სონის დუბლის წყალობით, “ზენიტი” 2:1 დაამარცხა. გერმანული გუნდი ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს, დანარჩენ სამ გუნდს შორის კი ქულები თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული.
A ჯგუფი
მალმიო-ატლეტიკო 0:2 (0:1)
მალმიო, “სვედბანკი”
მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, იოჰანსონი (კროონი 64), ელანდერი, რიკარდინიო, ერიკსონი, ადუ, ჰალსტი, ფორსბერგი (ტერნი 87), როზენბერგი, ტელინი.
მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.
ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, კოკე, გაბი, სუარესი, თურანი (როდრიგესი 76), მანჯუკიჩი (გრიზმანი 69), გარსია.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: 0:1 კოკე (30), 0:2 გარსია (78).
გაფრთხილებები: კროონი 82, ჰალსტი 83, ერიკსონი 90+1 – გაბი 9, მირანდა 51, გოდინი 52, ხუანფრანი 53.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 18 (5)-9 (4), კუთხური: 0-5, თამაშგარე: 0-5, სეივი: 2-5, ჯარიმა: 16-15.
იუვენტუსი-ოლიმპიაკოსი 3:2 (1:1)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
იუვენტუსი (4-1-3-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ასამოა (პერეირა 83), პირლო, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო (პადოინი 71), ტევესი, მორატა (ლიორენტე 58).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
ოლიმპიაკოსი (4-3-2-1): ხიმენესი, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, მანიატისი (დიამანტაკოსი 83), ნდინგა (კასამი 77), მილივოიევიჩი, აფელაი (ფუსტერი 72), დომინგესი, მიტროღლუ.
მწვრთნელი: მიჩელი.
გოლები: 1:0 პირლო (21), 1:1 ბოტია (24), 1:2 ნდინგა (61), 2:2 ხიმენესი (65, ს.კ.), 3:2 პოგბა (66).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ვიდალი 90+5.
გაფრთხილებები: ტევესი 49 – ბოტია 85.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 19 (6)-12 (5), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-3, ჯარიმა: 9-19.
1. | ატლეტიკო | 4 | 3 | 0 | 1 | 10:3 | 9 | |
2. | იუვენტუსი | 4 | 2 | 0 | 2 | 5:4 | 6 | |
3. | ოლიმპიაკოსი | 4 | 2 | 0 | 2 | 6:7 | 6 | |
4. | მალმიო | 4 | 1 | 0 | 3 | 2:9 | 3 |
B ჯგუფი
ბაზელი-ლუდოგორეცი 4:0 (2:0)
ბაზელი, “სენტ იაკობ პარკი”
ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი, ქსაკა, შერი, სუხი, საფარი, ფრაი (დიასი 81), გონსალესი (კალა 69), ელნენი, ზუფი, გაში (დელგადო 74), ემბოლო.
მწვრთნელი: პაულუ სოუზა.
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი, კაისარა, მოტი (ა. ალექსანდროვი 21), ტერზიევი, ანგულო, დიაკოვი, ესპინიო (ანისეტი 64), აბალო, მარსელინიო, მ. ალექსანდროვი, ბეზიაკი (იუნესი 46).
მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.
გოლები: 1:0 ემბოლო (34), 2:0 გონსალესი (41), 3:0 გაში (59), 4:0 სუხი (65).
გაფრთხილებები: გონსალესი 42 – მარსელინიო 84.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 17 (8)-5 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-4, ჯარიმა: 9-10.
რეალი-ლივერპული 1:0 (1:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-4-2): კასილიასი, არბელოა (ნაჩო 83), ვარანი, რამოსი, მარსელო, როდრიგესი (ბეილი 62), მოდრიჩი, კროოსი, ისკო, ბენზემა (ერნანდესი 87), რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, მანკილიო, შკრტელი, ტურე, მორენო, ჩანი (კოუტინიო 75), ლეივა (ჯერარდი 69), ლალანა, ალენი, მარკოვიჩი (სტერლინგი 69), ბორინი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლი: 1:0 ბენზემა (27).
გაფრთხილებები: როდრიგესი 53, რამოსი 60, მარსელო 76 – შკრტელი 47, მორენო 85.
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 27 (9)-4 (1), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-8, ჯარიმა: 8-12.
1. | რეალი | 4 | 4 | 0 | 0 | 11:2 | 12 | |
2. | ბაზელი | 4 | 2 | 0 | 2 | 6:6 | 6 | |
3. | ლივერპული | 4 | 1 | 0 | 3 | 2:6 | 3 | |
4. | ლუდოგორეცი | 4 | 1 | 0 | 3 | 3:8 | 3 |
C ჯგუფი
ბენფიკა-მონაკო 1:0 (0:0)
ლისაბონი, “და ლუჟი”
ბენფიკა (4-3-3): სეზარი, პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ალმეიდა, სალვიო, სამარისი (ლიმა 62), პერესი, დელრეი (კრისტანტე 86), გაიტანი (ბებე 90+1), ტალისკა.
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.
მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, კურზავა, მოუტინიო, ტულალანი, კონდოგბია (ჟერმენი 86), ოკამპოსი (დირარი 63), ტრაორე (მარტიალი 72), ფერეირა.
მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.
გოლი: 1:0 ტალისკა (82).
გაფრთხილებები: სამარისი 29, პერესი 38 – ტრაორე 26, კარვალიო 39, ტულალანი 56, მოუტინიო 74, მარტიალი 86.
მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 55%_45%, დარტყმა: 15 (3)-15 (5), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 1-4, სეივი: 5-2, ჯარიმა: 16-16.
ზენიტი-ლევერკუზენი 1:2 (0:0)
სანკტ პეტერბურგი, “პეტროვსკი”
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, გარსია, ვიტსელი, ჰალკი, დანი (რიაზანცევი 79), შატოვი (არშავინი 87), კერჟაკოვი (რონდონი 79).
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, დონატი, თორფაქი, სპაჰიჩი, ჟედვაი (ბოენიში 65), ჩალჰანოღლუ, ბენდერი, ბელარაბი, ბრანდტი (დრმიჩი 53), სონი, კისლინგი (კრუზე 90+1).
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.
გოლები: 0:1 სონი (68), 0:2 სონი (73), 1:2 რონდონი (89).
გაფრთხილებები: დანი 37, გარაი 67, ვიტსელი 76, შატოვი 82 – დონატი 79, ბელარაბი 82.
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12 (3)-14 (4), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-5, სეივი: 2-2, ჯარიმა: 16-19.
1. | ლევერკუზენი | 4 | 3 | 0 | 1 | 7:3 | 9 | |
2. | მონაკო | 4 | 1 | 2 | 1 | 1:1 | 5 | |
3. | ზენიტი | 4 | 1 | 1 | 2 | 3:4 | 4 | |
4. | ბენფიკა | 4 | 1 | 1 | 2 | 2:5 | 4 |
D ჯგუფი
არსენალი-ანდერლეხტი 3:3 (2:0)
ლონდონი, “ემირეითსი”
არსენალი (4-1-4-1): შჩეზნი, ჩემბერსი, მერტეზაკერი, მონრეალი, გიბსი, არტეტა (ფლამინი 62), ჩემბერლენი (როსიცკი 81), სანჩესი, რემზი, კასორლა, უელბეკი (პოდოლსკი 82).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ვანდენ ბორე, მბემბა (დენდონკერი 53), დეშახტი, აშემპონგი, კლიესტანი, ტილემანი, ნახარი, პრაეტი, კონტე (კავაია 46), ბი (მიტროვიჩი 62).
მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი.
გოლები: 1:0 არტეტა (25), 2:0 სანჩესი (29), 3:0 ჩემბერლენი (58), 3:1 ვანდენ ბორე (61), 3:2 ვანდენ ბორე (73, პენ), 3:3 მიტროვიჩი (90).
გაფრთხილებები: მონრეალი 72 – კლიესტანი 87, მიტროვიჩი 89, ვანდენ ბორე 90+3.
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 18 (7)-11 (5), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-4, ჯარიმა: 10-14.
დორტმუნდი-გალათასარაი 4:1 (1:0)
დორტმუნდი, “სინალ იდუნა პარკი”
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიფენდელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, დურმი, ბენდერი (რამოსი 85), კელი, მხითარიანი, კაგავა (გიუნდოგანი 63), როისი (იმობილე 71), ობამეიანგი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გალათასარაი (4-1-3-2): მუსლერა, ბალთა, შეჯუ, კაია, კამდალი, მელო, ალთინთოფი (ოზტეკინი 82), ჯემაილი, ინანი, ბულუთი (ილმაზი 85), სნეიდერი.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
გოლები: 1:0 როისი (39), 2:0 პაპასტატოპულოსი (56), 2:1 ბალთა (70), 3:1 იმობილე (74), 4:1 კაია (85, ს.კ.).
გაფრთხილებები: ინანი 45, ბალთა 64, ჯემაილი 90+2.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10 (4)-5 (2), კუთხური: 9-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 1-0, ჯარიმა: 11-8.
1. | დორტმუნდი | 4 | 4 | 0 | 0 | 13:1 | 12 | |
2. | არსენალი | 4 | 2 | 1 | 1 | 9:7 | 7 | |
3. | ანდერლეხტი | 4 | 0 | 2 | 2 | 5:9 | 2 | |
4. | გალათასარაი | 4 | 0 | 1 | 3 | 3:13 | 1 |