საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” ძირითად გუნდს უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ჯანო რუსული კლუბის დუბლ-შემადგენლობაში მას შემდეგ იქნა გადაყვანილი, რაც თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე სმენასთან სათამაშოდ კომსომოლსკში წასვლა იუარა.
როგორც ირკვევა, ანანიძემ კლუბის ხელმძღვანელობასთან ბოდიში მოიხადა და არასწორი საქციელი აპატიეს. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დუბლ-შემადგენლობაში ჩატარებულ ოთხ მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი მოაგროვა და რეზერვისტთა მწვრთნელ ვლადიმირ ბესჩასტნიხს მასთან შენიშვნები არ ჰქონია.