კალათბურთი

0:42 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნია ევრობასკეტის წინ ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა

ბოსნია-ჰერცეგოვინის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი იმედი იუსუფ ნურკიჩი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ნურკიჩს ქვეყნის კალათბურთის ფედერაციასთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს. იუსუფმა ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევ ციკლშიც არ ითამაშა, რის გამოც ბოსნიური კალათბურთის “მამებმა” იგი მოღალატედ მოიხსენიეს.

მიმდინარე სეზონის წინ, ნურკიჩი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წევრ “დენვერ ნაგითსში” ჩაირიცხა, რომელმაც ის დრაფტზე მე-16 ნომრად აიყვანა. როგორც ირკვევა, ბოსნიელი გაისად ზაფხულშიც შტატებში დარჩება და საზაფხულო ლიგაში დაიტვირთება.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი 2015 წლის სექტემბერში შედგება, ფინალური ეტაპის წილისყრა კი 8 დეკემბერს ჩატარდება და შესაძლოა, ბოსნიელები საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც შეიქმნენ.

0.113229