ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ორტისეიში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) პირველ რაუნდში გამარჯვება იზეიმა.
ბასილაშვილმა გერმანელი დანიელ ბრანდსი 6:3, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი ამერიკელი ოსტინ კრაიჩეკი იქნება, რომელმაც იტალიელ რობერტო მარკორას 6:2, 6:4 სძლია.
ბასილაშვილის და კრაიჩეკის მატჩი 5 ნოემბერს ჩატარდება.