ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ “პორტუსთან” შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, “ატლეტიკის” მიზანი გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლის შანსების გაზრდაა.
“მეტოქეზე მეტად მოგება ჩვენ გვჭირდება. ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ სამი ქულა. ჯგუფიდან გასვლის შანსი უნდა შევინარჩუნოთ. მოგების გარდა სხვა შედეგი მიუღებელია.”
“იმედი მაქვს პორტუგალიელებთან მატჩში ჩემი გუნდი სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს მეტოქეს და გამარჯვებაში მნიშვნელოვან როლს “ატლეტიკის” გულშემატკივრებიც შეიტანენ.”
“მე ვიცი, მოედანზე ჩვენ უნდა ვიყოთ უკეთესი გუნდი” – დაასრულა 50 წლის მწვრთნელმა.
H ჯგუფს 7 ქულით “პორტუ” ლიდერობს, 5 ქულით მეორეა დონეცკის “შახტარი.” მესამე ადგილზე ბორისოვის “ბატეა”, ხოლო ერთი ქულით ბოლო პოზიციას ბასკები იკავებენ.