ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი, რომელსაც “ბლაუგრანასთან” განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აკავშირებს, “მარკასთან” საუბარში ამბობს, რომ “ბარსელონას” თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. კრუიფის განცხადებით, თუ “ბარსა” ოთხშაბათს“აიაქსის” დამარცხებას ვერ შეძლებს, ეს კატასტროფა იქნება კატალონიური კლუბისთვის.
“დაჯარიმებული “ბარსელონას” ყურება მიწევს. თუ “აიაქსს” ვერ დაამარხებენ, ეს ნამდვილად კატასტროფა იქნება. “ბარსაში” მარტო მესი არ თამაშობს, იგივე სიმაღლეზე არიან ნეიმარი და სუარესი” – განაცხადა კრუიფმა.
იოჰან კრუიფი “ბარსელონაში”, როგორც ფეხბურთელად (1973-1978), ისე მწვრთნელადაც (1988-1996) მოღვაწეობდა.