ფეხბურთი

21:36 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რევეილერი დებიუტით კმაყოფილია

გუშინ ინგლისის პრემიერლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. საშინაო არენაზე “კრისტალ პალასმა” გუსტავო პოიეტის “სანდერლენდს” უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით (3:1) დასრულდა, რომელთა რიგებში 34 წლის ფრანგი ანტონი რევეილერის დებიუტი შედგა.

“ნაპოლის” ყოფილი მცველი სოციალურ ქსელზე გამოეხმაურა სადებიუტო შეხვედრას: “ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ მოვახერხეთ გამარჯვება. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის” – წერს რევეილერი.

გამოცდილ მცველს “რენის,” “ვალენსიასა” და “ლიონის” შემადგენლობაში უთამაშია, გასული სეზონი “ნაპოლიში” გაატარა, რასაც ინგლისურ კლუბში გადასვლა მოჰყვა.

0.069666