ფეხბურთი

21:03 | 4.11.2014 | ნანახია 786 - ჯერ

“აინტრახტი” და “ალ-აინი” დამეგობრდნენ

არაბული კლუბი “ალ-აინი” და ფრანკფურტის “აინტრახტი” დამეგობრდნენ. მხარეების განცხადებით, კლუბები პარტნიორობას გაუწევენ ერთმანეთს, რაც გულისხმობს წინასასეზონო შეკრებებს, ამხანაგურ მატჩებსა და ახალგაზრდა მოთამაშეთა განვითარების სისტემის ნიუანების გაცვლა-გამოცვლის პრინციპს. ამ ეტაპზე პარტნიორობა ორწლიან პერიოდს მოიცავს.

“აინტრახტის” სტადიონ “კომერცბანკ არენის” წარმომადგენლები “ალ-აინის” მიერ აშენებულ ახალ სტადიონს ეწვივნენ. არაბული კლუბის საფეხბურთო სარბიელს “ჰაზა ბინ ზაიდი” ეწოდება და მისი გახსნა იანვარშია დაგეგმილი.

0.081049
786