ფეხბურთი

20:48 | 4.11.2014 | ნანახია 533 - ჯერ

“ტოტენჰემი” მეისონს უხანგრძლივებს

ლონდონის “ტოტენჰემი” ახალგაზრდა ნახევარმცველს, რაიან მეისონს უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს – იუწყება Evening Standard–ი.

21 წლის ფეხბურთელი “დეზების” რიგებში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და უმალ მოიპოვა მაურისიო პოჩეტინოს ნდობა. სწორედ არგენტინელი სპეციალისტის მოთხოვნით, რაიანს 2018 წლამდე უხანგრძლივებენ ხელშეკრულებას.

მეისონმა “ტოტენჰემის” ძირითად გუნდში 6 შეხვედრა ჩაატარა. მან თითო გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115915