ფეხბურთი

19:45 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტრაჩანმა ორი დააბრუნა და ერთ დებიუტანტს უხმო

შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 14 ნოემბერს სახლში ირლანდიის ნაკრებთან მატჩისთვის და 18 ნოემბერს ინგლისთან საშინაო სპარინგისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა.

მეკარეები: დევიდ მარშალი (“კარდიფი”, უელსი). კრეიგ გორდონი (“სელტიკი”), მეტ გლიკსი (“ბარნლი”, ინგლისი).

მცველები: ფილ ბერდსლი (“სტოკი”, ინგლისი), კრისტოფ ბერა (“იფსვიჩი”, ინგლისი), კრეიგ ფორსაიტი (“დერბი”, ინგლისი), გორდონ გრირი (“ბრაიტონი”, ინგლისი), გრანტ ჰენლი (“ბლექბერნი”, ინგლისი), რასელ მარტინი (“ნორვიჩი”, ინგლისი), ანდრიუ რობერტსონი (“ჰალი”, ინგლისი), სტივენ ვაიტეკერი (“ნორვიჩი”).

ნახევარმცველები: იკეჩი ანუა (“უოტფორდი”, ინგლისი), ბარი ბენანი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), სკოტ ბრაუნი, ჩარლი მალგრიუ (ორივე “სელტიკი”), კრეიგ ბრუსონი (“დერბი”, ინგლისი), კრის ბურკი (“ნოტინგემ ფორესტი”, ინგლისი), გრემ დორენსი, ჯეიმს მორისონი (ორივე “ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), დარენ ფლეჩერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ლუის მაკლაუდი (“რეინჯერსი”), შონ მელონი (“უიგანი”, ინგლისი), ჯეიმს მაკარტური (“კრისტალ პალასი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: სტივენ ფლეჩერი (“სანდერლენდი”, ინგლისი), კრის მარტინი (“დერბი”, ინგლისი), სტივენ მეი (“შეფილდი”), სტივენ ნეისმიტი (“ევერტონი”).

შოტლანდიელებს მომავალ შეხვედრებში “ასტონ ვილას” მცველი ალან ჰატონი დააკლდებათ და ამიტომ, სტრაჩანმა “სტოკის” უკანახაზელი ფილ ბერდსლი დააბრუნა. ტრავმის მორჩენისა და დისკვალიფიკაციის მოხდის მერე, შოტლანდიელების თავკაცმა ჩარლი მალგრიუ გამოიძახა. შოტლანდიელებს დებიუტანტიც ჰყავთ, “რეინჯერსის” საყრდენის ლუის მაკლაუდის სახით.

შოტლანდიის ნაკრები D ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობს და 4 ქულით მე-3 ადგილზეა.

0.11859