ფეხბურთი

18:44 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ვასკესით დაინტერესდა

იტალიური “პალერმოს” 25 წლის შემტევი ფრანკო ვასკესი შესაძლოა მილანის “ინტერმა” შეიძინოს. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით მილანური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან 6 მილიონი გირვანქა გაიღონ არგენტინელი მოთამაშის შესაძენად.

ვასკესმა 2012-2013 წლების სეზონი განათხოვრების წესით “რაიო ვალეკანოს” მაისურით ითამაშა, ხოლო შემდეგ იტალიურ კლუბს დაუბრუნდა.

მიმდინარე სეზონში ვასკესმა სერია A-ს ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა. გუნდის ნახევარმცველთაგან ყველაზე მეტი 3 გოლი გაიტანა და პალერმოელთა ლიდერად ითვლება.

0.112045