ფეხბურთი

18:41 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: “ლივერპული” ჩემს გულში რჩება”

მადრიდის “რეალის” მცველმა ალვარო არბელოამ ყოფილი კლუბის, “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ლივერპულის” გულშემატკივრები საოცარ მხარდაჭერას ამჟღავნებენ გუნდის ფეხბურთელთა მიმართ. ვფიქრობ, ყოფილი ლივერპულელი არ არსებობს, “ლივერპული” მუდამ ჩემს გულში რჩება. ჩემი სიტყვების განმსაზღვრელი “ენფილზე” არსებული გარემოა. იქ დაბრუნება საოცარი, არაჩვეულებრივი გრძნობაა”.

“ლივერპულელმა ქომაგმა სიყვარული გამოხა ჩემს მიმართ. ეს იყო ემოციური და ძალიან ბედნიერი წუთები”, - აღნიშნა არბელოამ.

არბელოა “ლივერპულის” მაისურით 2007-2009 წლებში თამაშობდა, ხოლო “ენფილდის” დატოვების შემდეგ აღმზრდელ კლუბს, მადრიდის “რეალს” დაუბრუნდა.

0.116979