ფეხბურთი

18:34 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თელ-ავივის დერბიში გულშემატკივარმა ფეხბურთელი სცემა

გუშინ ისრაელის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა თელ ავივის გუნდების, “ჰაპოელსა” და “მაკაბის” შორის ჩაიშალა.

მიმდინარეობდა მატჩის 30-ე წუთი, როდესაც მოედანზე გულშემატკივარი შევიდა, რომელიც სტუმართა გუნდის 27 წლის ნახევარმცველ ერან ზაჰავის ხელით შეეხო. ამ ყველაფერს კი მოედანზე მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. სამართალდამცავებმა 10 პიროვნება დააკავეს.

ზაჰავიზე “ჰაპოელის” გულშემატკივრის აგრესიის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელმა თამაში “ჰაპოელში” დაიწყო, თუმცა ახლა მათი მოსისხლე მტრის, “მაკაბის” რიგებში ასპარეზობს.

ზაჰავი ჰაპოელის ღირსებას “ჰაპოელის” ღირსებას 2006-2011 წლებში იცავდა, ხოლო “მაკაბიში” 2013 წლიდან თამაშობს. ამ ორი გუნდის შუალედში იგი იტალიის “პალერმოშიც” ასპარეზობდა (2011-2013 წწ).

0.141168