ფეხბურთი

17:43 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიას ვეიმანი უბრუნდება

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა დამდეგი შეხვედრის წინ სანაკრებო სია გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ გუნდს უბრუნდება “ასტონ ვილას” ფორვარდი ანდრეას ვეიმანი. ვეიმანის გარდა ავსტრიელთა შემადგენლობაში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ფიგურირებს. მათ შორისაა პრემიერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი, “სტოკ სიტის” ნახევარმცველი მარკო არნაუტოვიჩი, მიუნხენელი დავიდ ალაბა და ბრემენელი ზლატკო იუნუზოვიჩი.

ავსტრიელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩს ვენის “ერნსტ ჰაპელის” სტადიონზე ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს უმასპინძლებენ. ავსტრიისა და რუსეთის მატჩი 15 ნოემბერს შედგება, ხოლო რამდენიმე დღეში კოლერის მოთამაშეები ამხანგურ შეხვედრაში ბრაზილიელებთან ითამაშებენ.

გთავაზობთ კოლერის რჩეულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: რობერტ ალმერი (“ჰანოვერი”), ჰაინც ლინდნერი ( ვენის “აუსტრია” ), რამაზან ოზკანი (“ინგოლშტადი”).

მცველები: ალექსანდრ დრაგოვიჩი (კიევის “დინამო”), კრისტიან ფუხსი (“შალკე”), ჯორჯი გარიცი (“ბოლონია”), მარტინ ჰინტერეგერი (“ზალცბურგი”), ფლორიან კლეინი (“შტუტგარტი”), სებასტიან პრიოდლი (“ვერდერი”), ანდრეას ულმერი (“ზალცბურგი”), კევინ ვიმერი (“კიოლნი”).

ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), მარკო არნაუტოვიჩი (“სტოკი”), ჯულიან ბაუმგარტლინგერი (“მაინცი”), მარტინ ჰარნიკი (“შტუტგარტი”), შტეფან ილსანკერი (“ზალცბურგი”), ზლატკო იუნუზოვიჩი (“ვერდერი”), კრისტოფ ლეიტგები (“ზალცბურგი”).

თავდამსხმელები: ლუკას ჰინსტერსერი (“ინგოშტადი”), მარკო იანკო (“სიდნეი”), რობინ ოკოტე (“მიუნხენ 1860”), მარსელ საბიცერი (“ზალცბურგი”), ანდრეას ვეიმანი ( “ასტონ ვილა”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112921