კალათბურთი

17:25 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძემ “შსს აკადემიასთან” ერთად ივარჯიშა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა, უკანახაზელმა გიორგი ცინცაძემ, მაკედონიის კლუბ “სკოპიედან” წასვლის შემდეგ, პირველი ვარჯიში სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიაში “ ჩაატარა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა განუცხადა, რომელიც პარალელეურად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის თანაშემწედ მუშაობს.

“დარჩება თუ არა ცინცაძე “შსს აკადემიაში”, ვერ გეტყვით, ამაზე ჯერ საუბარი არ გვქონია. თუ შევთანხმდით, რა თქმა უნდა კარიერას იგი “შსს აკადემიაში” გააგრძელებს”, - გვითხრა ტუღუშმა.

0.114584