პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდმა მე-10 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის "სანდერლენდის" ერთბაშად 3 ფეხბურთელი მოხვდა.
სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები ინგლისელი მცველი კალუმ ჩამბერსი და ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი.
პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ბენ ფოსტერი ("ვესტ ბრომვიჩი")
მცველები: კილი ნაუტონი ("ტოტენჰემი"), კალუმ ჩამბერსი ("არსენალი"), სანტიაგო ვერჯინი ("სანდერლენდი"), გაელ კლიში ("მანჩესტერ სიტი").
ნახევარმცველები: ედენ აზარი, ოსკარი ("ჩელსი"), ვიქტორ ვანიამა ("საუთჰემპტონი"), ხორდი გომესი ("სანდერლენდი").
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი ("არსენალი"), სტივენ ფლეტჩერი ("სანდერლენდი")







