კალათბურთი

13:53 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველ კვირაში ტომპსონი და ბოში გამოარჩიეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის პირველი კვირის საუკეთესო მოთამაშეებად, აღმოსავლეთ კონფერენციაში “მაიამი ჰითის” ფორვარდი კრის ბოში, დასავლეთში კი – “გოლდენ სტეიტ უორიორზის” მცველი კლეი ტომპსონი აღიარეს.

კვირის განმავლობაში ბოშის საშუალო მონაგარი 25.7 ქულა, 11.3 მოხსნა, 4.0 პასი და 1.3 ჩაჭრა გახლდათ. ტომპსონი, რომელმაც ამ დღეებში გუნდთან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, საშუალოდ 29.7 ქულას, 2.7 მოხსნას, 3.0 პასს და 1.7 ჩაჭრას აგროვებდა.

კვირის მოთამაშეობაზე პრეტენზიას ჯეფ ტიგი (“ატლანტა”), ჯო ჯონსონი (“ბრუკლინი”), პაუ გასოლი (“ჩიკაგო”), ლებრონ ჯეიმსი და კევინ ლავი (ორივე – “კლივლენდი”), ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”), მარკ გასოლი და ზალ რენდოლფი (ორივე – “მემფისი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), დემარკუს კაზინსი, რუდი გეი (ორივე – “საკრამენტო”), დემარ დეროზანი (“ტორონტო”) და ჯონ უოლი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.

0.127243