ჭიდაობა

15:48 | 8.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

4 ქართველი “ოქროს დიდი პრიზის” ფინალში

 

ბაქოში დღეს დაწყებულ “ოქროს დიდი პრიზის” ფინალურ ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხ წევრს ჩემპიონობას თითო გამარჯვება აშორებს. გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ), შალვა მუზიაშვილმა (66 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში გავიდნენ

თბილისის დროით 16 საათზე ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი შედგება. გადამწყვეტი შეხვედრები კი ამ ცერემონიალის დასრულებისთანავე დაიწყება.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163506