ფეხბურთი

11:01 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის რეკორდსმენები

ხუთშაბათ საღამოს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება, მანამდე კი, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს პირველი ტურის თამაშებისას დაფიქსირებული რამდენიმე ეპიზოდის გახსენება.

რუმინილი “სტიაუა”, რომელმაც პირველ ტურში დანიური “ოლბორგი” 6:0 გაანადგურა, გახდა პირველი გუნდი ევროპის ლიგის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფური ეტაპიდან ფინალურ შეხვედრამდე ერთ თამაშში 6 გოლი გაიტანა. სულ მალე იგივე მიღწევა ბერძნულმა პაოკმაც გაიმეორა, რომელმაც მინსკის “დინამოს” 6:1 აჯობა. აღსანიშნავია, რომ ამ რეკორდამდე ტურნირზე 1037 მატჩი იყო გამართული. ძველი მიღწევა გაიმეორა “იანგ ბოიზმა”, რომელმაც ბრატისლავის “სლოვანი” 5:0 დაამარცხა.

“სტიაუა” ერთი რეკორდით არ დაკმაყოფილდა და ბუქარესტელთა ფეხბურთელმა კლაუდიუ კეშერუმ ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან სამი გოლი 61-ედან 72-ე წუთამდე გაიტანა. წინა მიღწევა “ლივერპულის” ფორვარდ სტივენ ჯერარდს ეკუთვნოდა, რომელმაც 2010/11 წლების სეზონში “ნაპოლის” სამი გოლი 13 წუთში გაუტანა. პირველ ტურში სამი გოლი 18 წუთში გაიტანა პაოკის ფორვარდმა სტეფანოს ატანასიადისმა და ტურნირის ისტორიაში მესამე ადგილზეა, ხოლო ჰეთ-თრიკის 29 წუთში შემსრულებელი ელ-არბი ჰილიალ სუდანი ზაგრების “დინამოდან” მეხუთეა.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი 14 გუნდს ჰქონდა მათგან გამარჯვება მხოლოდ ერთმა მოიპოვა - მოსკოვის “დინამომ” საბერძნეთში “პანათინაიკოსი” 2:1 დაამარცხა. მთლიანობაში, 14 დებიუტანტიდან 8-მ მარცხი განიცადა, გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობამ კი 6:31-ზე შეადგინა. ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშა ფინურმა კლუბმა. “ჰიკი” “კოპენჰაგენთან” 0:2 დამარცხდა, ევროპის ლიგაზე გასული საფეხბურთო ასოციაციების რაოდენობა კი 36-მდე გაიზარდა (54-იდან). ამავდროულად, პსვ ერთადერთი კლუბია, რომელმაც ევროპის ლიგის ექვსივე გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლანდიურმა კლუბმა ტურნირზე ყველაზე მეტი - 43 მატჩი ჩაატარა და 23 გამარჯვება მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იყოფს მადრიდის “ატლეტიკოსთან”. ყველაზე მეტი - 25 გამარჯვება “ბენფიკას” ანგარიშზეა.

“ეშტორილთან” გატანილი გამარჯვების მომტანი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, პსვ-ს თავდამსხმელი ლუკ დე იონგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე ჯამში 10-ზე მეტი გოლი გაიტანა. ჰოლანდიელს 8 გოლი აქვს გატანილი “ტვენტეს”, ხოლო ორი მიონხენგლადბახის “ბორუსიას” შემადგენლობაში. 2013/14 წლების ევროპის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჟონათან სორიანო ტურნირზე 2700-ე გოლის ავტორი გახდა. “ზალცბურგის” ესპანელმა ფორვარდმა “სელტიკთან” მეორე გოლი გაიტანა და გუნდს ქულის აღებაში დაეხმარა (2:2).

ზაგრების “დინამოს” მოთამაშე ანტე ჩორიჩი 17 წლისა და 157 დღის იყო, როდესაც “ასტრასთან” 5:1 მოგებულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ევროპის ლიგის ახალგაზრდა გოლის ავტორების სიაში მეოთხე ადგილზეა. პირველ ადგილზე რომელუ ლუკაკუა, რომელმაც 2009/2010 წლების სეზონში, “ანდერლეხტის” მაისურით “აიაქსს” გოლი მაშინ გაუტანა როდესაც 16 წლისა და 218 დღის იყო. ჯგუფურ ეტაპზე საკუთარი ქვეყნის ათი ჩემპიონი გუნდი თამაშობს და პირველ ტურში გამარჯვება მხოლოდ სამმა მოიპოვა - ზაგრების “დინამომ”, “ლეგიამ” და “სტიაუამ”. დანიის (“ოლბორგი”), სლოვაკეთის (“სლოვანი”), ფინეთისა (ჰიკი) და ჩეხეთის (“სპარტა”) ჩემპიონები დამარცხდნენ, ხოლო აზერბაიჯანის (“ყარაბაღი”), “ავსტრიისა (“ზალცბურგი”) და შოტლანდიის (“სელტიკი”) ჩემპიონები ფრეს დასჯერდნენ.

იმ ოთხმა გუნდმა, რომელმაც გათამაშება მეორე შესარჩევი რაუნდიდან დაიწყეს, გამარჯვებები ვერ მოიპოვეს. მინსკის “დინამო” და “რიეკა” დამარცხდნენ, ხოლო “კარასნოდარი” და “ასტერასი” ფრეს დასჯერდნენ. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი იტალიას ჰყავს. “ფიორენტინამ”, “ნაპოლიმ” და “ინტერმა” გამარჯვებები მოიპოვეს, ხოლო ტურნირის დებიუტანტმა “ტორინომ” სტუმრად ფრედ ითამაშა. ბელგიას, საბერძნეთს, უკრაინას და საფრანგეთს ჯგუფურ ეტაპზე სამ-სამი წარმომადგენელი ჰყავთ.

ევროპის ლიგა 2014/2015. II ტური

A ჯგუფი

ციურიხი (შვეიცარია) - გლადბახი (გერმანია)

ვილიარეალი (ესპანეთი) - აპოლონი (კვიპროსი)

  1. აპოლონი 1 1 0 0 3-2 3
  2. გლადბახი 1 0 1 0 1-1 1
  3. ვილიარეალი 1 0 1 0 1-1 1
  4. ციურიხი 1 0 0 1 2-3 0

B ჯგუფი

ჰიკი (ფინეთი) - ბრიუგე (ბელგია)

ტორინო (იტალია) - კოპენჰაგები (დანია)

  1. კოპენჰაგენი 1 1 0 0 2-0 3
  2. ბრიუგე 1 0 1 0 0-0 1
  3. ტორინი 1 0 1 0 0-0 1
  4. ჰიკი 1 0 0 1 0-2 0

C ჯგუფი

ასტერასი (საბერძნეთი) - პარტიზანი (სერბეთი)

ტოტენჰემი (ინგლისი) - ბეშიქთაში (თურქეთი)

  1. ასტერასი 1 0 1 0 1-1 1
  2. ბეშიქთაში 1 0 1 0 1-1 1
  3. პარტიზანი 1 0 1 0 0-0 1
  4. ტოტენჰემი 1 0 1 0 0-0 1

D ჯგუფი

ასტრა (რუმინეთი) - ზალცბურგი (ავსტრია)

სელტიკი (შოტლანდია) - დინამო (ზაგრები, ხორვატია)

  1. დინამო 1 1 0 0 5-1 3
  2. სელტიკი 1 0 1 0 2-2 1
  3. ზალცბურგი 1 0 1 0 2-2 1
  4. ასტრა 1 0 0 1 1-5 0

E ჯგუფი

დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - პსვ (ჰოლანდია)

ეშტორილი (პორტუგალია) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

  1. დინამო 1 1 0 0 2-1 3
  2. პსვ 1 1 0 0 1-0 3
  3. პანათინაიკოსი 1 0 0 1 1-2 0
  4. ეშტორილი 1 0 0 1 0-1 0

F ჯგუფი

სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - დნიპრო (უკრაინა)

ინტერი (იტალია) - ყარაბაღი (აზერბაიჯანი)

  1. ინტერი 1 1 0 0 1-0 3
  2. ყარაბაღი 1 0 1 0 0-0 1
  3. სენტ-ეტიენი 1 0 1 0 0-0 1
  4. დნიპრო 1 0 0 1 0-1 0

G ჯგუფი

ფეინოორდი (ჰოლანდია) - სტანდარდი (ბელგია)

რიეკა (ხორვატია) - სევილია (ესპანეთი)

  1. სევილია 1 1 0 0 2-0 3
  2. სტანდარდი 1 1 0 0 2-0 3
  3. ფეინოორდი 1 0 0 1 0-2 0
  4. რიეკა 1 0 0 1 0-2 0

H ჯგუფი

კრასნოდარი (რუსეთი) - ევერტონი (ინგლისი)

ვოლფსბურგი (გერმანია) - ლილი (საფრანგეთი)

  1. ევერტონი 1 1 0 0 4-1 3
  2. კრასნოდარი 1 0 1 0 1-1 1
  3. ლილი 1 0 1 0 1-1 1
  4. ვოლფსბურგი 1 0 0 1 1-4 0

I ჯგუფი

სპარტა (ჩეხეთი) - იანგ ბოიზი (შვეიცარია)

სლოვანი (სლოვაკეთი) - აპოლი (იტალია)

  1. იანგ ბოიზი 1 1 0 0 5-0 3
  2. ნაპოლი 1 1 0 0 3-1 3
  3. სპარტა 1 0 0 1 1-3 0
  4. სლოვანი 1 0 0 1 0-5 0

J ჯგუფი

დინამო (კიევი, უკრაინა) - სტიაუა (რუმინეთი)

ოლბორგი (დანია) - რიუ ავე (პორტუგალია)

  1. სტიაუა 1 1 0 0 6-0 3
  2. დინამო 1 1 0 0 3-0 3
  3. რიუ ავე 1 0 0 1 0-3 0
  4. ოლბორგი 1 0 0 1 0-6 0

K ჯგუფი

გენგამი (საფრანგეთი) - პაოკი (საბერძნეთი)

დინამო (მინსკი, ბელარუსი) - ფიორენტინა (იტალია)

  1. პაოკი 1 1 0 0 6-1 3
  2. ფიორენტინა 1 1 0 0 3-0 3
  3. გენგამი 1 0 0 1 0-3 0
  4. დინამო 1 0 0 1 1-6 0

L ჯგუფი

ლოკერენი (ბელგია) - მეტალისტი (უკრაინა)

ტრაბზონსფორი (თურქეთი) - ლეგია (პოლონეთი)

  1. ტრაბზონსფორი 1 1 0 0 2-1 3
  2. ლეგია 1 1 0 0 1-0 3
  3. მეტალისტი 1 0 0 1 1-2 0
  4. ლოკერენი 1 0 0 1 0-1 0
0.136336