ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც იტალიის ქალაქ ორტისეიში იმყოფება, სპარკასენის ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) ჩაება.
ნიკოლოზი და ბოსნიელი ალდინ სეტკიჩი წყვილთა შეჯიბრში პირველ ნომრად განთესილ ბელარუსებს – ბეტოვს და ბურის გაეჯიბრნენ და 2:6, 5:7 წააგეს.
დღეს, ბასილაშვილი ძალებს ერთეულთა შეჯიბრშიც მოსინჯავს. მისი მეტოქე გერმანელი დანიელ ბრანდსი იქნება.