გამთენიისას NBA-ში 6 მატჩი გაიმართა. “ფილადელფია” საშინაო კედლებში “ჰიუსტონთან” 93:104 დამარცხდა. "ჰიუსტონის” გამარჯვების მთავარი შემოქმედი ჯეიმს ჰარდენი გახლდათ 35 ქულით და 9 მოხსნით.
“ბრუკლინმა” სახლში ლიდერების გარეშე დარჩენილი “ოკლაჰომა” 31 ქულით გაანადგურა - 116:85. ბრუკლინს ტრავმის შემდეგ, ცენტრი ბრუკ ლოპესი დაუბრუნდა, რომელმაც გუნდს 18 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. "ოკლაპომას” კიდევ ერთი კალათბურთელი გამოაკლდა ტრავმის გამო. ანდრე რობერსონი ბურთის ჩაგდებას ცდილობდა და პარკეტზე დაშვების დროს ფეხის ტრავმა მიიღო.
“დალასმა” “ბოსტონს” 118:113 მოუგო. მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე დალასი 116:113 იგებდა. მსაჯმა სადავო დანიშნა, სადაც “დალასის” ფორვარდმა ჩენდლერ პარსონსმა “ბოსტონის” ფორვარდ სალინჯერს აჯობა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მატჩის საუკეთესო მექულე ჯეფ გრინი 35 ქულით გახლდათ.
“კლიპერსმა” “იუტა” 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა 107:101. “კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა მიმდინარე სეზონში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა 13 ქულა, 10 მოხსნა, 12 პასი. მატჩში ყველაზე მეტი ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო 31 ქულა. "კლიპერსის” მეექვსე კაცმა ჯამალ კროუფორდმა მატჩში 19 ქულა ჩააგდო. ამ მატჩამდე კროუფორდს 14 984 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ჯამალი 130-ე კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, ვინც 15 000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
“ფილადელფია” – “ჰიუსტონი” 93:104 (19:32, 35:23, 20:24, 19:25)
“ფილადელფია”: როტენი (20 ქ. 5 მ. 5 ჩ.), მაკდენიელსი (14 ქ.), დევისი (13 ქ.), შვედი (12 ქ.), მბა ა მუტე (10 ქ.), ნოელი (10 ქ. 5 პ. 6 ჩ.), ტომპსონი (7 ქ.), ჯონსონი (3 ქ.), სიმსი (2 ქ.), ტომასი (2 ქ.).
“ჰიუსტონი”: ჰარდენი (35 ქ. 9 მ. 5 პ.), არიზა (24 ქ. 6 მ. 7 პ.), კენანი (13 ქ. 6 პ.), ჰოვარდი (11 ქ. 14 მ.), ტერი (8 ქ.), ჯონსი (6 ქ.), მონტეიუნასი (3 ქ. 8 მ.), პაპანიკოლაუ (3 ქ.), დენიელსი (1 ქ.).
“ბრუკლინ ნეტსი” – “ოკლაჰომა სიტი თანდერი” 116:85 (32:19, 27:21, 26:22, 31:23)
“ბრუკლინი”: ლოპესი (18 ქ. 6 მ.), ანდერსონი (18 ქ.), უილიამსი (17 ქ. 9 პ.), ჯონსონი (13 ქ. 6 მ. 6 პ.), ბოგდანოვიჩი (12 ქ.), პლამლი (10 ქ. 8 მ.), ტელეტოვიჩი (8 ქ.), გარნეტი (6 ქ. 6 მ.), ჯორდანი (4 ქ.), ჯეკი (4 ქ.), გუტიერესი (4 ქ.), კარასევი (2 ქ.).
“ოკლაჰომა”: ჯეკსონი (23 ქ. 5 პ.), ჯონსი (16 ქ.), ტელფეირი (16 ქ. 5 მ. 6 პ.), იბაკა (15 ქ. 9 მ.), ადამსი (9 ქ. 9 მ.), კოლისონი (3 ქ.), ტომასი (2 ქ.), რობერსონი (1 ქ.).
“მემფის გრიზლი” – “ნიუ ორლეანი” 93:81 (20:13, 20:20, 24:23, 29:25)
“მემფისი”: გასოლი (16 ქ. 11 მ.), რენდოლფი (15 ქ. 11 მ.), პრინსი (14 ქ. 5 მ.), ალენი (12 ქ. 11 მ.), კონლი (11 ქ. 5 პ.), კარტერი (9 ქ.), უდრიჰი (9 ქ.), პონდექსტერი (5 ქ.), ლუერი (2 ქ.).
“ნიუ ორლეანი”: ევანსი (21 ქ. 7 მ.), დევისი (14 ქ. 8 მ.), გორდონი (11 ქ. 8 მ.), ჰოლიდეი (10 ქ. 6 პ.), ანდერსონი (7 ქ. 9 მ.), რივერსი (7 ქ.), აშიკი (6 ქ. 8 მ.), აჟინცა (5 ქ.).
“დალას მავერიქსი” – “ბოსტონ სელტიქსი” 118:113 (40:19, 27:22, 24:38, 24:27)
“დალასი”: პარსონსი (29ქ.), ნოვიცკი (27 ქ. 7მ. 4პ.), ელისი (14ქ. 6პ.), ჰარისი (12 ქ. 6 პ.), ჩენდლერი (10ქ. 12მ.), ნელსონი (6ქ.), ბარეა (7ქ.) რაითი (6 ქ.), ამინუ (5ქ.), ჯეფერსონი (2 ქ.)
“ბოსტონი”: გრინი (35 ქ. 7 მ.), ბრედლი (32 ქ. 8 მ.), სალინჯერი (14 ქ. 7 მ.), სმარტი (7 ქ.), რონდო (7 ქ. 15 პ. 9 მ.), ზელერი (6 ქ.), ოლიკინი (5 ქ.), თარნერი (4 ქ.), ბასი (2 ქ.),
“დენვერ ნაგიტსი” – საკრამენტო კინგზი” 105: 110 (22:19, 25:32, 31:28, 28:31)
“დენვერი”: მაგგი (16 ქ. 4 ბ.), აფლალო (16 ქ.), ფარიდი (10 ქ. 10 მ.), მოზგოვი (10 ქ.), რობინსონი (10 ქ.), არტური (10 ქ.), ლოუსონი (9 ქ. 12 პ.), ჯი (2 ქ.)
“საკრამენტო”:კაზინსი (21 ქ.), გეი (14 ქ.), კოლისონი (19 ქ.), ლენდრი (14 ქ.), სეშნსი (13 ქ.), კასპი (9 ქ.), ტომპსონი (4 ქ. 10 მ.), მაკლემორი (5 ქ.), ევანსი (2 ქ.), უილიამსი (5 ქ.).
“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – იუტა ჯაზი” 107:101 (26:20, 30:23, 17:27, 34:31)
“კლიპერსი”: გრიფინი (31 ქ. 9 მ.), კროუფორდი (19 ქ.), ჰოუსი (17 ქ.), პოლი (13 ქ. 10 მ. 12 პ.), ბალოკი (12 ქ.), რედიკი (7 ქ.), ფარმარი (8 ქ.), ბარნსი (9 ქ.), ჯორდანი (8 ქ.),
“იუტა”: ჰეივორდი (27 ქ. 10 მ.), კანტერი (17 ქ.), ბარკსი (16 ქ.), ბუკერი (12 ქ.), ფეივორსი (6ქ.), ეკსამი (7ქ.), ბარკი (6ქ.), ჰუდი (7 ქ.), გობერტი (4ქ.).