ფეხბურთი

13:00 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: "შეცდომების აღმოფხვრა გვჭირდება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებამდე მეტოქისა და საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა. ჩრდილოირლანდიელის აზრით, “სამეფო კლუბი” მსოფლიოში უძლიერესია, თუმცა არც მის გუნდს არ აკლია სიძლიერე.

"წინ დიდი კვირა გველოდება. ყოველ მატჩში მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. "რეალთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით და არ გვეშინია. ჩვენ მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს და შანსი ჩვენ ხელთაა. მართალია, მადრიდული კლუბი დღესდღეისობით მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ არც ჩვვენ ვართ ნაკლები სიძლიერის. ჩვენ გუნდს უნდა ვეთამაშოთ და არა რონალდუს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. მეტოქეს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მათი თამაშის შედეგი უკვე ვიცით. მომავალ მატჩში ჩვენივე საფეხბურთო ფილოსოფიას არ უნდა ვუღალატოთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე და რაც მთავარია შეცდომების აღმოფხვრა გვჭირდება", - განაცხადა როჯერსმა.

ჩრდილოირლანდიელის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა ევროთასებზე პირველად წააგო მადრიდის "რეალთან". ბოლო დროს როჯერსის გუნდის დაცვამ გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა, რაც სამართლიანია. გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში ორი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთის მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113289