ფეხბურთი

11:28 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუტი სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას ეშურება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი გუტი უეფაში სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად ლექციებს გადის. ესპანური მედიის ინფორმაციით სწავლება ესპანეთში ორშაბათს დაიწყო და 2015 წლის ივნისამდე გასტანს.

გუტისთან ერთად სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას 38 დამწყები მწვრთნელი ეშურება. მათ შორისაა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი გოლკიპერი სესარ ანდრეს პალოპი და თავდამსხმელი პედრო მუნიტისი. მათ ლიცენზიის აღების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც იმუშაონ.

უკვე ცნობილია, რომ გუტი ლიცენზიის აღების შემთხვევაში “სამეფო კლუბის” სამწვრთნელო სტრუქტურაში დაიწყებს მუშაობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10095