იტალიის ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს წინა ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "რომას" დამარცხების შემდეგ ფეხბურთელი და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ და ახალი კონტრაქტიც გააფორმეს.
მიმდინარე სეზონში ინსინიემ ნეაპოლელთა მაისურით 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ორ საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.