ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკის საიტმა მსოფლიოს ყველა დროის 5 ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის სია გამოაქვეყნა – იგულისხმება საერთაშორისო მატჩები და ქვეყნის ჩემპიონატებიც, ოღონდ უმაღლესი ლიგები. პირველ ადგილზე შოტლანდიელი რომას როსი გახლავთ, რომელმაც ეს რეკორდი 1964 წელს დაამყარა და ჯერაც რეკორდსმენია. მან "როს ქაუნთისა" და "ნერნ ქაუნთის" შეხვედრაში (8:1), 90-წამიან მონაკვეთში მოახერხა სამი გოლის გატანა.
აი, რა თქვა ტომას როსმა: "მეეჭვება, რომ ჩემი რეკორდი მოხსნან. ახლა ფეხბურთელები ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან გოლის შემდეგ, ჩემს დროს კი ცენტრში სწრაფადვე მოჰქნდათ ბურთი და უცებ იწყებოდა ახალი შეტევა. მახსოვს, მესამე გოლი რომ გავიტანე, ჩვენი გუნდის კაპიტანმა მითხრა: "ყოჩაღ, ტომი!". ეს იყო და ეს".
აქვე, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე პოზიციები სწრაფი ჰეთ-თრიქის მხრივ. თუმცა, ისინი, როსისგან განსხვავებით, ცნობილი ფეხბურთელები არიან...
2 - გერდ მიულერი (ფორტუნა-ბაიერნი 6:5). გერმანელმა გოლების მანქანამ, რომელსაც კარიერაში 600-ზე მეტი გოლი მიუთვლია, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" 4 წუთში მოახერხა სამჯერ გატანა და საოცარია, რომ მისმა "ბაიერნმა" მაინც წააგო.
3 - რობი ფაულერი (ლივერპული-არსენალი 3:0). 4 წუთი და 33 წამი დასჭირდა ფაულერს, რათა ასეთ მატჩში ჰეთ-თრიქი გაეკეთებინა. საინტერესოა, რომ "ლივერპულის" ბომბარდირმა ეს მატჩის დასაწისშივე შესძლო.
4 - დავიდ ვილია (ბილბაო-ვალენსია 0:3). 4 წუთი და 49 წამში, დავიდ ვილიამ სამჯერ დაამწუხრა ბასკური კლუბი. ეს მოახერხა მატჩის ბოლოს, 82-ე, 84-ე და 86-ე წუთებზე. დააკვირდით, მატჩი მშვიდად მიდიოდა უგოლო ფრისკენ და უცებ...ეს 2006 წელს მოხდა.
5 - მარკო ვან ბასტენი (მილანი-ატალანტა 3:1). 5 წუთი და 47 წამი დასჭირდა ლეგენდარულ ჰოლანდიელს, რათა ჰეთ-თრიქი გამოეცხო. ეს 1989 წელს მოახერხა.
მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი უნგრელ ლასლო კიშს ეკუთვნის. 1982 წელს მან სალვადორთან 10:1 მოგებულ მატჩში 69-ე, 72-ე და 76-ე წუთებზე გაიტანა. საინტერესოა, რომ კიში პირველ გოლამდე 7 წუთით ადრე შევიდა შეცვლაზე.