“კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა CNN-თან საუბრისას აღიარა, შარშანდელ სეზონში მაიამი ჩემპიონი რომ გამხდარიყო, “ჰიტში” დავრჩებოდიო.
“ყოველთვის მინდოდა კლივლენდში დაბრუნება, მაგრამ არ მეგონა თუ ასე მალე დავუბრუნდებოდი “კავალიერსს”. NBA-ს ჩემპიონი, რომ გავმხდარიყავი, “მაიამი ჰიტში” დავრჩებოდი, რთული იქნებოდა ტიტულის მოპოვების შემთხვევში გუნდის დატოვება. მაგრამ არ ვიცი ზუსტად რას ვიზამდი, რადგან ყოველთვის ერთი დღით ვცხოვრობ,” – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
შეგახსენებთ, რომ “მაიამი ჰიტი” “სან ანტონიო სპურსთან” ფინალში 4-1 დამარცხდა.