ფეხბურთი

10:52 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი”, “დორტმუნდი” და “არსენალი” 1/8-ფინალის ზღვარზე

ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყების შემდეგ, “იუვენტუსი”, წინა ორ თამაშში, უქულოდ დარჩა. დღეს, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს. წინააღმდეგ, შემთხვევაში, ტურინელებს 1/8-ფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩებათ. “ოლიმპიაკოსი” კი, ქულის აღების შემთხვევაშიც, ფლეი ოფისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.

A ჯგუფი

იუვენტუსი-ოლიმპიაკოსი (პირველი მატჩი 0:1)

ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყების შემდეგ, “იუვენტუსი”, წინა ორ თამაშში, უქულოდ დარჩა. დღეს, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს. წინააღმდეგ, შემთხვევაში, ტურინელებს 1/8-ფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩებათ. “ოლიმპიაკოსი” კი, ქულის აღების შემთხვევაშიც, ფლეი ოფისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.

“იუვენტუსმა”, 2 კვირის წინათ საბერძნეთში წაგების შემდეგ, სერია A-ში 3 თამაში ჩაატარა. “ბებერმა ქალბატონმა” “პალერმო” და “ემპოლი” ერთნაირი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა, ამ თამაშებს შორის კი, “ჯენოასთან” 0:1 წააგო. იტალიის ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩში 4 ქულის დაკარგვის მიუხედავად, “იუვე” გათამაშებას სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შემდეგ, შიდა ასპარეზზე 3 თამაში ჩაატარა “ოლიმპიაკოსმაც”. მიჩელის შეგირდებმა, საბერძნეთის ჩემპიონატში, 6 შესაძლებლიდან 4 ქულა აიღეს, ხოლო თასზე ფრედ ითამაშეს.

გუნდები ერთმანეთს მეათედ დაუპირისპირდებიან. წინა 9 შეხვედრიდან “იუვენტუსმა” 5 მოიგო, “ოლიმპიაკოსმა” – 2, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა. ტურინში ჩატარებული 4 მატჩიდან 3 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო ერთი – სტუმრებმა.

“იუვენტუსი” მეტოქეს ტრავმირებული მცველების, პატრის ევრასა და ანდრეა ბარძალის გარეშე დაუხვდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასამოას, კასერესის, ოგბონასა და პეპეს თამაშიც. სტუმრებს ბენიტესი არ ეყოლებათ, ხოლო ბოტიასა და დომინგესის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არაა.

  • “იუვენტუსს”, ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს;
  • “ოლიმპიაკოსმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 3 გასვლითი თამაში წააგო;
  • “იუვენტუსს”, სერია A-ში, საკუთარ კედლებში, მოგებათა 23-მატჩიანი სერია აქვს;
  • “ოლიმპიაკოსმა”, საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 4 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, პოგბა, პირლო, ვიდალი, პადოინი, ტევესი, ლიორენტე.

ოლიმპიაკოსი (4-4-2): რობერტო, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, მანიატისი, ნდინგა, მილივოიევიჩი, კაზამი, აფელაი, მიტროღლუ.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

მალმიო-ატლეტიკო (პირველი მატჩი 0:5)

ბოლოადგილოსანი “მალმიო” ლიდერ “ატლეტიკოს” დაუპირისპრიდება. ამ გუნდებს შორის სხვაობა წინა შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, როდესაც ესპანელებმა შვედები 5:0 გაანადგურეს. დიეგო სიმეონეს გუნდი დღესაც ფავორიტია და თუ მადრიდელებმა სტატუსი გაამართლეს, ისინი 1/8-ფინალისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ.

“ატლეტიკოსთან” განადგურების შემდეგ, “მალმიომ”, შიდა ჩემპიონატში, 2 მატჩში 3 ქულა აიღო, მაგრამ გასულ შაბათს წაგების დროს, ჰარეიდეს გუნდს შვედეთის ჩემპიონატის ტიტული უკვე განაღდებული ჰქონდა.

“ატლეტიკომ”, ბოლო დროს, ესპანეთის ჩემპიონატში მდგომარეობა გამოისწორა. მადრიდელებმა, “მალმიოს” განადგურების შემდეგ, ლა ლიგაში ორივე თამაში მოიგო და მე-3 ადგილზე მყოფი გუნდი ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება.

“მალმიო” და “ატლეტიკო” ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან. წინა 3 დაპირისპირება მადრიდელებმა მოიგეს, საერთო ჯამში 10:1.

ესპანეთის ჩემპიონი გუნდი შვედეთს ტრავმირებული ანსალდის გარეშე ეწვევა, მასპინძლები კი მეტოქეს უდანაკარგოდ დაუხვდებიან.

  • “მალმიომ”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ხოლო უკანასკნელი 3 მათგანი მოიგო;
  • “მალმიოს”, ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს. შვედებმა კარი რვავე მატჩში მშრალად შეინახეს;
  • “მალმიომ”, გასულ შაბათს, შვედეთის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

სავარაუდო შემადგენლობები

მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, ჰელანდერი, იოჰანსონი, რიკარდინიო, ერიკსონი, ჰალსტი, ადუ, ფორსბერგი, როზენბერგი, ტელინი.

ატლეტიკო (4-3-3): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, სუარესი, გაბი, კოკე, თურანი, მანჯუკიჩი, გრიზმანი.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

1. ატლეტიკო 3 2 0 1 8:3 6
2. ოლიმპიაკოსი 3 2 0 1 4:4 6
3. იუვენტუსი 3 1 0 2 2:2 3
4. მალმიო 3 1 0 2 2:7 3

B ჯგუფი

რეალი-ლივერპული (პირველი მატჩი 3:0)

“რეალი”, მთელი ევროპის მასშტაბით, საუკეთესო ფორმაშია. კარლო ანჩელოტის გუნდმა ბოლო 11 თამაში მოიგეს და მათგან 10 იოლად. გამონაკლისი, ბევრისთვის გასაკვირად, “ლუდოგორეცთან” გამართული თამაშია, რომელშიც მადრიდელებმა მოკრძალებული ანგარიშით, 2:1 მოიგეს. ბულგარეთში 3 ქულის აღების შემდეგ, “სამეფო კლუბმა” ადვილად მოგებები განაგრძო. მადრიდელთა ერთი-ერთი მსხვერპლი “ლივერპულიცაა”, რომელიც შინ 0:3 განადგურების შემდეგ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ მეტოქეს უკვე გასვლაზე დაუპირისპირდება. “რეალი”, მოგების შემთხვევაში, 1/8-ფინალის საგზურს გაინაღდებს. “ლივერპული” კი, რთული სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ქულის აღებითაც კმაყოფილი უნდა დარჩეს.

მადრიდულმა გუნდმა, ინგლისში გასეირნების შემდეგ, განწყობა კიდევ უფრო გამოიკეთა. “რეალმა” ჯერ “ელ კლასიკოში” იმარჯვა, შემდეგ თასზე უსახელო “კორნელია” იოლად დაამარცხა, ბოლოს კი, პრიმერაში “გრანადასთან” გაილაღა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

პრემიერლიგაში საქმეები კვლავ ცუდად მისდის “ლივერპულს”, რომელმაც, “რეალთან” შერცხვენის შემდეგ, 2 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო. ამ 2 შეხვედრას შორის, მერსისაიდელებმა, თასზე, “სუონსისთან” მოიგეს.

“რეალისა” და “ლივერპულის” ურთიერთშეხვედრების ისტორია 4 მატჩს ითვლის. ინგლისელებმა პირველი 3 მათგანი მშრალად მოიგეს, ხოლო 2 კვირის წინათ 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს.

“რეალი” “ლივერპულს” ტრავმირებული კოენტრაუსა და ხესეს გარეშე დაუპირისპირდება. ივარაუდება, რომ გუნდს დაუბრუნდება გარეთ ბეილი. ინგლისური გუნდი საკოს, სუსოს, ფლენაგანსა და სტარიჯს ვერ დაიხმარს.

  • დღეს მოგების შემთხვევაში, “რეალი” 1/8-ფინალის საგზურს მოიპოვებს, ხოლო თუ ჯგუფის მე-2 თამაში ფრედ დასრულდა, მადრიდელები პირველობასაც გაინაღდებენ;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 9 საშინაო თამაში მოიგო;
  • “რეალს”, ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, ბოლო 18 თამაშში წაგება არ აქვს. მადრიდელებმა 16 მათგანი მოიგეს;
  • “ლივერპული” ესპანურ გუნდებთან სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე შინ. მერსისიაიდელებმა, საკუთარ კედლებში ჩატარებული 15 მატჩიდან 4 მოიგეს, ხოლო სტუმრად, 14 მცდელობიდან, 7-ჯერ იმარჯვეს;
  • “რეალმა”, ყველა ტურნირზე, ზედიზედ 11 თამაში მოიგო. კარლო ანჩელოტის გუნდებმა ამ 11 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანეს;
  • კრიშტიანუ რონალდუმ, “რეალის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 12 თამაშში 20 გოლი გაიტანა;
  • დღეს ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, რაულ გონსალესს გაუთანაბრდება;
  • “ლივერპულმა”, ბოლო 12 თამაშში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-4-2): კასილიასი, არბელოა, პეპე, ვარანი, მარსელო, როდრიგესი, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, რონალდუ, ბენზემა.

ლივერპული (4-3-1-2): მინოლე, მანკილიო, ლოვრენი, შკრტელი, მორენო, ალენი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ლალანა, ბალოტელი, სტერლინგი.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბაზელი-ლუდოგორეცი (პირველი მატჩი 0:1)

“ლუდოგორეცი” მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენაა. ბულგარელებმა “ლივერპულსა” და “რეალს” სერიოზული ბრძოლა გაუმართეს და ორივე შემთხვევაში თამაშის მიწურულს გაშვებული გოლით წააგეს. წინა ტურში კი, “ლუდოგორეცმა” “ბაზელი” დაამარცხა. თუ დღეს გეორგი დერმენჯიევის შეგირდებმა არ წააგეს, ისინი, დიდი ალბათობით, მე-2 ადგილს შეინარჩუნებენ.

შვეიცარული გუნდი თამაშს კარგი განწყობით ხვდება. “ბაზელმა”, “ლუდოგორეცთან” წაგების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონატის 2 მატჩში 2 ქულა კი დაკარგა, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც გადაინაცვლა. ბულგარელებმა, ჩემპიონთა ლიგაზე 3 ქულის აღებას შიდა ასპარეზზე ორივე თამაშის მოგება კი მოაყოლეს, მაგრამ ისინი ლიდერს მაინც 5 ქულით ჩამორჩებიან.

ეს გუნდები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან. 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წინ გამართულ ფლეი ოფში, “ბაზელმა” ორივე თამაში მოიგო, ხოლო მიმდინარე გათამაშებაში უფრო ძლიერი “ლუდოგორეცი” აღმოჩნდა.

მასპინძელ გუნდს, ტრავმების გამო, ივან ივანოვი და მარკო შტრელერი ვერ დაეხმარებიან. ორივე გუნდში თითო დისკვალიფიცირებული ფეხბურთელია. ამ მიზეზით, “ბაზელი” დიეს, ხოლო “ლუდოგორეცი” მინევს მოისაკლისებს.

  • “ლუდოგორეცი” ერთადერთი ბულგარული გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქულა აუღია;
  • “ბაზელმა”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 7 საშინაო თამაშიდან 6 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო;
  • “ლუდოგორეცმა”, ევროპის ლიგის გასულ გათამაშებაში, ზედიზედ 4 გასვლითი თამაში მოიგო, მაგრამ მას შემდეგ, ბულგარელებს, ევროტურნირებზე, სტუმრად 5 მატჩია არ უმარჯვიათ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-3-3): ვაცლიკი, ქსაკა, შერი, სუხი, საფარი, ელნენი, ფრაი, ზუფი, გონსალესი, ემბოლო, გაში.

ლუდოგორეცი (4-4-1-1): სტოიანოვი, კაისარა, ტერზიევი, მოტი, ანგულო, მისიჯანი, დიაკოვი, ესპინიო, აბალო, მარსელინიო, ბეზიაკი.

მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

1. რეალი 3 3 0 0 10:2 9
2. ლუდოგორეცი 3 1 0 2 3:4 3
3. ლივერპული 3 1 0 2 2:5 3
4. ბაზელი 3 1 0 2 2:6 3

C ჯგუფი

ზენიტი-ლევერკუზენი (პირველი მატჩი 0:2)

პირველ ტურში წაგების შემდეგ, “ლევერკუზენმა” ზედიზედ 2-ჯერ მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დღეს, გერმანელები იმ “ზენიტს” ეწვევიან, რომელმაც პირიქით – გათამაშება მოგებით დაიწყო, მაგრამ ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულა აიღო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მატჩი “ზენიტისთვის” უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველი 2 ადგილის დაკავებისთვის ბრძოლა იმდენადაა დაძაბული, რომ ქულების დაკარგვის უფლება არც სტუმარ გუნდს აქვს.

2 კვირის წინათ ლევერკუზენში წაგების შემდეგ, “ზენიტმა” რუსეთის პრემიერლიგის ორივე თამაში მშრალად მოიგო, მათ შორის ერთი მეორეადგილოსან მოსკოვის ცსკა-სთან და ლიდერობა გაიმყარა. თუმცა, შუა კვირაში, სანკტ პეტერბურგელები თასის გათამაშებიდან გამოვარდნენ.

“ლევერკუზენმა”, “ზენიტის” დამარცხების შემდეგ, ბუნდესლიგაში “შალკესთან” მოიგო და თასზეც იმარჯვა, მაგრამ გასულ უქმეებზე, შმიდტის შეგირდები ცუდ ფორმაში მყოფ “ჰამბურგთან” უქულოდ დარჩნენ.

გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ეთამაშებიან. პირველი 2 მატჩი, 2008 წელს, “ზენიტმა” მოიგო, ხოლო 2 კვირის წინათ გამართულ მე-3 დაპირისპირებაში 3 ქულა “ლევერკუზენმა” აიღო.

“ზენიტი” “ლევერკუზენს” დანაკლისის გარეშე დაუპირისპირდება, ხოლო გერმანელებს კასტრო, რაინარტცი და ვენდელი არ ეყოლებათ.

  • “ზენიტმა”, გერმანულ გუნდებთან ჩატარებული ბოლო 7 საშინაო თამაშიდან 4 წააგო;
  • “ლევერკუზენმა”, გასულ შაბათს, 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

სავარაუდო შემადგენლობები

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტი, ვიტსელი, გარსია, ჰალკი, შატოვი, დანი, რონდონი.

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჟედვაი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, ბენდერი, პაპადოპულოსი, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

ბენფიკა-მონაკო (პირველი მატჩი 0:0)

3 ტურში მხოლოდ ქულის ამღები “ბენფიკა” იმ “მონაკოს” უმასპინძლებს, რომელსაც ჯერ ერთი გოლიც არ გაუშვია. მონაკოელებმა, პირველ ტურში “ლევერკუზენისთვის” 1 ბურთის გატანის შემდეგ, 0:0 ზედიზედ 2-ჯერ ითამაშეს.

2 კვირის წინათ გამართული უგოლო მატჩის შემდეგ, გუნდებმა შიდა ასპარეზზე 2-2 თამაში ჩაატარეს. “ბენფიკამაც” და “მონაკომაც” თითოჯერ მოიგო, მაგრამ თუ პორტუგალიელები ლიდერობას მაინც ინარჩუნებენ, მე-7 პოზიციაზე მყოფი “მონაკო” პირველადგილოსან გუნდს 10 ქულით ჩამორჩება.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ელიზეუ, სილვიო და ლისანდრო ლოპესი, ხოლო სტუმრებს ბერბატოვი და ბორხა ლოპესი არ ეყოლებათ.

  • “ბენფიკამ”, ფრანგულ გუნდებთან გამართული ბოლო 8 თამაშიდან 5 მოიგო;
  • “ბენფიკამ”, ბოლო 6 მცდელობიდან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ერთხელ მოახერხა;
  • “ბენფიკამ”, პორტუგალიის ჩემპიონატში, გოლი ბოლო 73 თამაშში გაიტანა;
  • “მონაკომ”, მიმდინარე სეზონში ჩატარეული 15 თამაშიდან მხოლოდ 6 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-4-2): მორაეში, პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ბენიტო, სალვიო, პერესი, სამარისი, გაიტანი, ტალისკა, ლიმა.

მონაკო (4-4-2): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, ეშიეჟილე, სილვა, მოუტინიო, ტულალანი, ფერეირა-კარასკო, ჟერმენი, მარტიალი.

მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).

1. ლევერკუზენი 3 2 0 1 5:2 6
2. მონაკო 3 1 2 0 1:0 5
3. ზენიტი 3 1 1 1 2:2 4
4. ბენფიკა 3 0 1 2 1:5 1

D ჯგუფი

არსენალი-ანდერლეხტი (პირველი მატჩი 2:1)

ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი “არსენალი” აუტსაიდერთა შორის მყოფ “ანდერლეხტს” მასპინძლობს. წინა შეხვედრაში, ინგლისელებს ბელგიელების დამარცხენა გაუჭირდათ, ამჯერად კი ისინი საკუთარ კედლებში ითამაშებენ და ლონდონელთაგან კვლავ 3 ქულის აღებაა მოსალოდნელი.

2 კვირის წინათ “ანდერლეხტთან” მოგებით, “არსენალმა”, წარმატებული სერია დაიწყო. ლონდონელებმა, მას შემდეგ, პრემიერლიგაში 2 თამაში ჩაატარეს და ორივე მშრალად მოიგეს. შედეგად, არსენ ვენგერის გუნდმა მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

“ანდერლეხტმა”, “არსენალთან” წაგების შემდეგ, ბეგლიის ჩემპიონატში 3 თამაში ჩაატარა და 4 ქულა აიღო. ბესნიკ ჰასის გუნდი, ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ ერთის მოგების მიუხედავად, ლიდერობას ინარჩუნებს.

“არსენალი” თამაშს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელით ხვდება, რაც ლონდონური გუნდისთვის სიახლე არაა. მასპინძლებს ოსპინა, ჟირუ, დებუში, სანოგო, კოსელნი, იოზილი და უილშერი ვერ დაეხმარებიან. სტუმართა რიგებში ტრავმირებულები სუარესი, დეფური და ნ’საკალა არიან.

  • თუ დღეს “არსენალმა” მოიგო და “გალათასარაიმ” “დორტმუნდი” ვერ დაამარცხა, ინგლისელები და გერმანელები 1/8-ფინალში გავლენ;
  • “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეჩვიდმეტედ თამაშობს. წინა 14 შემთხვევაში ლონდონელები ამ ეტაპის დაძლევას ახერხებდნენ;
  • “ანდერლეხტმა”, ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 8 თამაშიდან 7 წააგო;
  • “არსენალი” ბელგიის წარმომადგენლებს მერვედ შეხვდება. ლონდონელებმა, წინა 7 თამაშიდან 6 მოიგეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ანდერლეხტის” წინა 7 გამოჩენა ამ გუნდის ბოლო ადგილზე გასვლით სრულდებოდა. ამ 7 სეზონში “ანდერლეხტმა” მხოლოდ 4 თამაში მოიგო;
  • ალექსის სანჩესმა, “არსენალის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში 5 გოლი გაიტანა. ის, სექტემბერშიც და ოქტომბერშიც, ლონდონელთა საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა;
  • “არსენალს”, პრემიერლიგაში, საკუთარ კედლებში, 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): მარტინესი, ჩემბერსი, მერტეზაკერი, მონრეალი, გიბსი, არტეტა, რემზი, ჩემბერლენი, სანჩესი, კასორლა, უელბეკი.

ანდერელხტი (4-2-3-1): პროტო, ვანდენ ბორე, მანგულუ, ნუიტნიკი, დეშახტი, პრაეტი, ტილემანი, ნახარი, კონტე, აშემპონტი, სირიაკი.

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი).

დორტმუნდი-გალათასარაი (პირველი მატჩი 4:0)

ცა და დედამიწასავით განსხვავდება “დორტმუნდის” თამაში ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში. იურგენ კლოპის გუნდი, ჩემპიონთა ლიგაზე, უდანაკარგოა, მაგრამ ბუნდესლიგაში თამაშს თამაშზე აგებს. დორტმუნდელები “გალათასარაის” მასპინძლობენ და დიდი ალბათობით, ისინი 1/8-ფინალის საგზურს დღესვე გაინაღდებენ, რის შემდგაც, ბუნდესლიგისთვისაც მოიცლიან. შიდა ასპარეზზე ხომ ამ გუნდმა ბოლო 5 თამაში წააგო.

ქვეყნის ჩემპიონატში საქმეები მეტოქეზე უკეთ მისდის “გალათასარაის”. თურქულმა კლუბმა, “დორტმუნდთან” განადგურების შემდეგ, “ბაშაქშეჰირთან” ასევე 0:4 წააგო, მაგრამ შემდეგ, შოთა არველაძის “ქაზიმფაშასთან”, 3 ქულა აიღო. ჩეზარე პრანდელის გუნდი გათამაშებას “ფენერბაჰჩესთან” ერთად ლიდერობს.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 5 მატჩს ითვლის. “დორტმუნდმა” 3-ჯერ მოიგო, “გალათასარაიმ” – ერთხელ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. გერმანიაში გამართული 2 თამაშიდან ერთხელ მასპინძლებმა მოიგეს და ერთხელ სტუმრებმა.

“დორტმუნდს”, ტრავმების გამო, შმელცერი, ჰუმელსი და შაჰინი არ ეყოლება, ხოლო “გალათასარაის” ფელიპე მელოს გარეშე თამაში მოუწევს.

  • თუ დღეს “დორტმუნდმა” ქულა აიღო და “არსენალმა” “ანდერლეხტთან” არ წააგო, იურგენ კლოპის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა;
  • “გალათასარაიმ”, გერმანულ გუნდებთან სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 4 მოიგო;
  • “გალათასარაიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან 1 ფრედ დაასრულა და 5 წააგო. თურქებმა ბოლოს გერმანული გუნდი, “შალკე” დაამარცხეს;
  • “დორტმუნდს”, 3 ტურის შემდეგ, ასპროცენტიანი შედეგი აქვს. გერმანელებმა ეს 1996/97 წლების შემდეგ პირველად მოახერხეს. 18 წლის წინათ, გათამაშების წარმატებით დაწყება “დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა;
  • “დორტმუნდმა”, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 10 მატჩიდან, 7 წააგო. კლოპის გუნდს ამდენივე წაგება მთელ გასულ სეზონში ჰქონდა;
  • “გალათასარაიმ”, ბოლო 6 თამაშიდან სამში 4-4 გოლი გაუშვა;

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-3-1-2): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სოკრატისი, სუბოტიჩი, დურმი, მხითარიანი, ბენდერი, გიუდოგანი, კაგავა, როისი, ობამეიანგი.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, სარი, კაია, შეჯუ, კამდალი, ინანი, კურტულუსი, ჯემაილი, სნეიდერი, ბულუთი, ილმაზი.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

1. დორტმუნდი 3 3 0 0 9:0 9
2. არსენალი 3 2 0 1 6:4 6
3. ანდერლეხტი 3 0 1 2 2:6 1
4. გალათასარაი 3 0 1 2 2:9 1

0.195149