3 ნოემბერს საქართველოს ეროვნული სარაგბო გუნდი შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას შეუდგა.
მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მყოფმა “ბორჯღალოსნებმა” დილით დარბაზში ივარჯიშეს, საღამოს ვარჯიში კი მინდორზე გამართეს.
ნაკრების სანოემბრე რაზმი პარასკევს გახდა ცნობილი. შერჩეულ მოთამაშეთა შორის ორი ახალგაზრდა მორაგბეა: მურაზ გიორგაძე (“არმაზი”) და გიორგი აფციაური (“აია”). გიორგაძეს ორი კეპი აქვს მოხვეჭილი. მისი დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩზე შედგა.
აფციაურს, რომელსაც ეროვნული ნაკრების კვართი ჯერ არ სცმია, თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. წლეულს სექტემბერში მან თბილისის “კავკასიელების” შემადგენლობაში ევროპული საკლუბო რაგბის “ჩელენჯ ქაპის” საკვალიფიკაციო სერიაში იასპარეზა.
როგორც მოგეხსენებათ. ტრავმების გამო, წლევანდელ ნოემბრის კამპანიაში ნაკრებს ვერ დაეხმარებიან მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი (ორივე მუხლის ტრავმა) და დავით ზირაქაშვილი (ტვინის შერყევა). ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.
გუშინ გამთენიიისას თბილისში ტონგელი “ზღვის არწივებიც” ჩამოვიდნენ, რომლებიც 8 ნოემბრის ტესტისთვის მზადებას ავჭალის სარაგბო სტადიონზე გააგრძელებენ.
მთავარი მწვრთნელის, მანა ოთაის განცხადებით, თბილისამდე გუნდმა რამდენიმე დღიანი შეკრება დიდ ბრიტანეთში გაიარა და რომ საქართველოში კარგად მომზადებული ჩამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასის C ჯგუფში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტია. საქართველომ და ტომგამ უკანასკნელად 1999 წელის 28 მარტს, მსოფლიო თასის რეპეშაჟში თბილისში ითამაშეს. ის შეხვედრა “ბორჯღალოსნებმა” ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ მანამდე ტონგაში 37:6 წაგების გამო, მაშინ ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ.
ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტ სერიის რაზმი:
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ 1] | 1983 | 77 | 11ლ 100გ 96ჯ 3ა [552ქ] |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ] | 1989 | 16 | ლ 8გ 12ჯ 2ა [63ქ] |
15 | გიორგი აფციაური | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 0 | : |
14/11 | ირაკლი მაჩხანელი | არმაზი [საქ] | 1981 | 72 | 24ლ [12 კაპ] |
14/11 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 18 | 4ლ |
14/11 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ] | 1994 | 2 | ლ |
13/12 | დავით კაჭარავა | კრასნოიარსკის ენისეი [რუს] | 1985 | 73 | 14ლ [2 კაპ] |
13/12 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ] | 1987 | 42 | 3ლ |
13/12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 25 | 7ლ [1 კაპ] |
10 | ლაშა მალაღურაძე | ბანიერ [სფრ ფედ 1] | 1986 | 49 | 3ლ 24გ 20ჯ 3ა [132ქ] |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ] | 1988 | 31 | 3ლ |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1986 | 25 | : |
9 | ვაჟა ხუციშვილი | რუსთავის ხარები [საქ] | 1993 | 11 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 18 | ლ |
1 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 10 | 2ლ |
2 | სიმონ მაისურაძე | ვალანს [სფრ ფედ 1] | 1986 | 25 | |
2 | შალვა მამუკაშვილი | სეილ შარქს [ინგ პრემ] | 1990 | 24 | 2ლ |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1986 | 35 | 2ლ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 15 | 3ლ |
4/5 | ლევან დათუნაშვილი | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1983 | 61 | 3ლ |
4/5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 41 | 7ლ |
4/5 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 23 | ლ |
4/5 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 4 | : |
4-8 | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ 1] | 1981 | 75 | 10ლ [1 კაპ] |
6/7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 28 | 3ლ |
6/7 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ] | 1991 | 13 | ლ |
8 | დიმიტრი ბასილაია | პერპინიონ [სფრ პრო დ2] | 1985 | 35 | 6ლ |
8 | ბექა ბიწაძე | ლოკომოტივი [საქ] | 1991 | 9 | ლ |
სამწვრთნელო შტაბი | |||||
მილთონ ჰეიგ | მთავარი მწვრთნელი | [ზელ] | |||
მაიქლ ბრედლი | მწვრთნელი | [ირლ] | |||
დიდიე ბეს | მწვრთნელი | [სფრ] | |||
ილია მაისურაძე | მწვრთნელი | ||||
ილია ზედგინიძე | მწვრთნელი | ||||
ვასილ აბაშიძე | მენეჯერი | ||||
ოთარ იაშვილი | მენეჯერი | ||||
დავით რამიშვილი | ვიდეო ანალიტიკოსი | ||||
ქელვინ მორისი | ფიზ.მომზადება | [ინგ] | |||
სკოტ კრინი | ფიზ.მომზადება | [ზელ] | |||
ირაკლი ჭყონია | ფიზ.მომზადება | ||||
ბენჟამინ მოადაბი | ოსტეო | [სფრ] | |||
ჟან-ვენსან მიშელი | ფიზიო | [სფრ] | |||
გიორგი ჭუმბურიძე | ექიმი | ||||
აბესალომ აბრამიშვილი | მასაჟისტი |