ფეხბურთი

1:48 | 4.11.2014 | ნანახია 3134 - ჯერ

ჭანტურიამ ისევ გაიტანა!

21 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში რუმინული კლუჟის მაისურით ჩატარებულ მე-4 მატჩში მე-3 გოლი შეაგდო.

ჭანტურიამ ამჯერად თავი “ბრაშოვთან” წაგებულ მატჩში გამოიჩინა. გიორგიმ მე-5 წუთზე პენალტი შეაგდო, თუმცა, მე-2 ტაიმში უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და მათ 2:1 მოიგეს.

ქართველმა ფეხბურთელმა 41-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, 70-ე წუთზე კი იგი მწვრთნელმა შეცვალა.

კლუჟელებს 26 ქულა შერჩათ და პირველ ადგილზე მყოფ ბუქარესტის “სტიუას” 5 ქულით ჩამორჩებიან. 8 ნოემბერს ჭანტურიას კლუბი “ბოტოსანის” ესტუმრება.

პოლონეთის ჩემპიონატში თანალიდერობის მოპოვების შანსი გაანიავა ნიკა ძალამიძის “იაგელონიამ”. ბიალისტოკელები “ბელხატუვს” მასპინძლობდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფ ვარშავის “ლეგიას” ეწეოდნენ, თუმცა, 0:1 წააგეს.

ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, მის გუნდს კი 26 ქულა და მე-3 პოზიცია შერჩა. ბიალოსტოკელები მე-15 ტურის მატჩს 9 ნოემბერს ხოჟუვში “რუხთან” გამართავენ.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:13 | 04.11.2014
komentatori (2299)

პენალდუ გაიჩითა

15:43 | 04.11.2014
Shevche (15054)

პენტურია :-D

16:41 | 04.11.2014
komentatori (2299)

16:35 | 04.11.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDD

14:37 | 04.11.2014
napolitano (196)

კარგია გიოოოო.............არ უნდა გაჩერდე მიღწეულზეე ბევრი მუშაობაა საჭიროოოო.....

14:36 | 04.11.2014
RCD ESPANYOL DE BARCELONA (254)

stripslashes((strlen('http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

11:47 | 04.11.2014
araza-1918 (6330)

ჭანტო პოლონეთს უნდა გაუტანო 10 დღე დაგრჩა ივარჯიშე

11:23 | 04.11.2014
braziliano84 (1301)

კარგია,კიდევ მეტი გაეტანოს,მარა ეს კლუჟი მაგარი სუსტი გუნდია რა,აზრზე არ არიან ფეხბურთელები...

11:14 | 04.11.2014
XoMsKi (1815)

0:48 წამი )) გაგიმაზავ გაიტანს პენალსო ალბათ ეუბნება და გატანის მერე ხო გითხარი შეჩემაო ))))))))))))))) საღოლ ჭანტი, მიაწექი

11:08 | 04.11.2014
paatabasket (1253)

ბიჯო მაგარა მევასება მაგრამ ამათი უფანტაზიო გუნდიც ვატირე მაგარი დებილი გუნდია ტოოოო

11:10 | 04.11.2014
paatabasket (1253)

შარშანს აქეტია თვალს ვადევნებ მაგათ თამაშს საერთოდ როგორ ლიდერობენ დაცვა 0 ნახევადაცვა 0 თავდასხმა-1 არცერთი გამჭოლი პასი 3 თამაშის განმავლობაში შემთხვევიტ თუ მიუვა ვინმეს რიკოშეტის მერე ბურტი მოედანზე დარბიან კი არა იმყოფებიან

10:58 | 04.11.2014
chamilo (33560)

ყოჩაღ გიო,ისიც დასაფასებელია რომ ახალ მისული რომ ასრულებს კლუბში პენალტებს,დიდი ნდობა აქვს მწვრთნელს,ეგრე გააგრძელე გიო ამ სეზონში ფორმაში უნდა ჩადგე და მერე ისევ დაბრუნდები იტალიაში

09:32 | 04.11.2014
სავაშა__ (6590)

მიდი ჭანტურ! 95% პროცენტი რომ აკრიტიკებდა, მაშინაც მჯეროდა ამ ბიჭის. ძაან ნიჭიერია, აი ძაან )))))))))

10:57 | 04.11.2014
BEERTRANCE (97819)

მის ნიჭიერებაზე არც იყო დავა.

09:26 | 04.11.2014
BEERTRANCE (97819)

ცუდად არ უთამაშია ესე იგი და კარგია. ეგრე გაეგრძელებინოს.

08:34 | 04.11.2014
გოჩა ბერიძე (505)

ძმებს სალამი! ძმებო საქართველოში არის ისეთი საიტი სადაც მხოლოდ ქართულ სპორტზე წერენ?და თუ არის ინეტ მისამართი დაწერეთ რა...

09:25 | 04.11.2014
BEERTRANCE (97819)

მხოლოდ ქართUლ სპორტზე რო იყოს ეგეთი არ ვიცი.

03:43 | 04.11.2014
mushni (93569)

ეს კარგია

02:43 | 04.11.2014
firenze (636)

კლუჟმა იმდენი მომენტი გამაზა ბოლოში რო ღირსები იყვნენ წაგების. ორი მეტრიდან მეკარეს როგორ უნდა გაარტყა 7 მეტრიან კარში

02:41 | 04.11.2014
mushni (93569)

კარგია მიხარია წარმატებები

02:40 | 04.11.2014
mushni (93569)

უნდა მოუმატო ჭანტუ

02:31 | 04.11.2014
michael_jordan (3195)

ფორვარდმა ისეთი ბანძობები აკეთა 2 ჯერ 1-1 ზე გაიყვანა ისეთი პასები დაუხათა 100 პროცენტიანი მომენტები ვერ გამოიყენა ვინ იყო ის ლონდრე და წააგეს კიდეც

02:40 | 04.11.2014
mushni (93569)

ვინ ჭანტურიამ?

03:43 | 04.11.2014
michael_jordan (3195)

ჭანტურამ 2 პასი გააკეთა ისეთი 1-1 ზე დატოვა და ფორვარდმა ორივეჯერ მეკარეს გაარტყა

11:11 | 04.11.2014
paatabasket (1253)

კი მართალი ხარ ვნახე და მომეშალა ნერვები ისევ ეს შეცვალეს

09:25 | 04.11.2014
BEERTRANCE (97819)

ამასაც მოხერხება ნდომებია DDDDDDDDDDD

02:30 | 04.11.2014
michael_jordan (3195)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.120391