ჩოგბურთი

17:43 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვუჰანში უიმბლდონის ფინალი გამეორდება

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მიმდინარე ტურნირის ფინალში, რეიტინგის მე-3 ნომერი ჩეხი პეტრა კვიტოვა და რეიტინგის მე-9 ნომერი კანადელი ეჟენი ბუშარი დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალში პეტრა კვიტოვამ უკრაინელი ელენა სვიტოლინა დაამარცხა (6:3, 7:5). პეტრამ 7 ეისი მოაწოდა, ხოლო სვიტოლინამ მხოლოდ ერთი.

მეორე ნახევარფინალში ბუშარმა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იოლად დაამარცხა(6:2, 6:3). ბუშარმა ხუთი ბრეიკი შეასრულა, ვოზნიაცკიმ კი მხოლოდ ერთი.

პეტრა კვიტოვა და ეჟენი ბუშარი ერთმანეთს წელს უიმბლდონის ფინალშიც დაუპირისპირდნენ. მატჩი ჩეხის სასარგებლოდ დასრულდა (6:3, 6:0).

ვუჰანის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 440 070 დოლარს შეადგენს.


0.116024