რაგბი

0:46 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ტონგა – ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 4 დღე რჩება – 8 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” ტონგელ “ზღვის არწივებს” მესხის სტადიონზე ერკინებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 3 ნოემბერს მესხის სტადიონის სალაროებში მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მსურველებს ბილეთების შეძენა ყოველდღიურად 11-დან 19 საათამდე შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 3 და 5 ლარი ღირს და ყველა ბილეთი დანომრილია.

“ბორჯღალოსნები” ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას – 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპზე კონკურენტ ნაკრებს ვეთამაშებით.

აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ, დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ “ბორჯღალოსნებს”.

რაგბი ჩვენი თამაშია!

0.121798