სხვა

22:31 | 3.11.2014 | ნანახია 788 - ჯერ

მსხვილიძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა

სამწუხაროდ, დადასტურდა საქართველოს ნაკრების შუამარბის, რატი მსხვილიძის დიაგნოზი – ესტონეთის ნაკრებთან მეორე თამაშის 55-ე წუთზე მსხვილიძემ აქილევსის მყესი დაიზიანა და თამაშის დასრულება ვერ შეძლო.

დღეს, საბოლოოდ დადასტურდა, რომ მყესი გაწყვეტილია, რის გამოც საქართველოს ნაკრებისა და თურქეთის ტრაბზონსფორის შუამარბს რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს. მსხვილიძე რამდენიმე დღეში გაემგზავრება ტრაბზონში, სადაც ოპერაციას გაიკეთებს.

ევრო 2018-ის საწყის ეტაპზე 9 გუნდი იბრძვის პლეიოფში გასასვლელად. პირველ ჯგუფს ორი მოგებით საბერძნეთი ლიდერობს, მესამეს – რუმინეთი, ხოლო მეორეში საქართველო და ესტონეთი თანაბრად არიან. ყველაფერს ჯგუფის მესამე წევრთან, ლუქსემბურგთან მატჩები გადაწყვეტს.

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი

1-ლი ჯგუფი: კვიპროსი – საბერძნეთი 17:23

საბერძნეთი 4 ქულა/2 მატჩიდან, კვიპროსი 0/2, ბელგია 0/0

მე-2 ჯგუფი

29 ოქტომბერი, 2014. ესტონეთი – საქართველო 28:26

2 ნოემბერი, 2014. საქართველო – ესტონეთი 29:27

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო – ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი – საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი – ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი – ლუქსემბურგი

მე-3 ჯგუფი: კოსოვო – რუმინეთი 16:30

რუმინეთი 4/2, კოსოვო 0/2, იტალია 0/0

www.geohandball.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:43 | 06.04.2015
#JAZZ# (281)

ბარსას და ესპანეთის ლეგენდააა,ტიკიტაკას მამა და დირიჟორი..ბარსაში გელოდებით ტრენერის სტატუსით შე ყველაზე მაგაროოოო

18:19 | 06.04.2015
Deulofeu (13279)

ჩავი წავა და 3-4 წელიწადში სხვა სტატუსით დაბრუნდება ჩვენთან
მანამდე კი მის "6" ნომერს ღირსეული შემცვლელი უნდა მოუძებნონ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062384
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
788