იტალიის ახალგაზრდული ნაკრების და “პალერმოს” 20 წლის თავდამსხმელით, ანდრეა ბელოტით “რომა” დაინტერესდა. იტალიელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ იტალიის დედაქალაქს ზაფხულში მატია დესტრო დატოვებს და სწორედ დესტროს შემცვლელად ესახება რუდი გარსიას ახალგაზრდა ბელოტი.
ანდრეა ბელოტი “პალერმოში” 2013 წლიდან თამაშობს და 33 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი (დუბლი “ნაპოლის” წინააღმდეგ) გაიტანა.
იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 8 გოლია. ანდრეა ბელოტი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად ითვლება.