ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა, სამარას “კრილია სოვეტოვთან” მოგებულ (1:0) შეხვედრაში გოგიტა გოგუას შეცვლა ფეხბურთელის ტრავმით ახსნა.
“გოგიტა ბოლო თამაშებს ზღვარზე ატარებს. იმედია, ის ამ საფეხბურთო წლის ბოლომდე მოითმენს. მას სერიოზული დაზიანება აქვს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ტკივილის ფონზე თამაშობს” – იუწყება ივანაუსკასის სიტყვებს ინტერნეტპორტალი football.kulichki.net-ი.
განვლილ მატჩში, გოგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.