საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა კახა მჟავანაძემ შესაძლოა ქობულეთის “შუქურაში” კარიერა მოთამაშე-მწვრთნელად გააგრძელოს. ამის შესახებ მან უკრაინულ ინტერნეტპორტალ sport.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ამჟამად, კიევში ვცხოვრობ. სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად კიევის “დინამოს” ბაზაზე ფეხბურთს რეგულარულად ვთამაშობ ვეტერან ფეხბურთელებთან: ვლად ვაშჩუკთან, სერგეი რებროვთან, ტარას ლუცენკოსთან და სხვებთან. მწვრთნელობა მსურს. დღესდღეობით, სამშობლოში ვარ და ვცდილობ კარიერა მოთამაშე-მწვრთნელად მშობლიურ ქობულეთის “შუქურაში” გავაგრძელო” – თქვა მჟავანაძემ.
36 წლის ფეხბურთელს “შუქურაში”, ბათუმის “დინამოში”, მოსკოვის “სპარტაკში”, ოდესის “ჩერნომორეცში”, კიშინიოვის “დაჩიასა” და ბაქოს “ინტერში” უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია