ფეხბურთი

16:10 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძეს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების ეიმედება

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევ ნახევარმცველს ნიკა ძალამიძეს იმედი აქვს, რომ თემურ ქეცბაია 14 ნოემბერს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, საქართველო –პოლონეთის მატჩისთვის შეკრებაზე გამოიძახებს.

“ვფიქრობ, რომ ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის უახლოს მატჩში საქართველოს ნაკრებში გამოძახების შანსი მაქვს” – განაცხადა ძალამიძემ ინტერნეტპორტალ პრზეგლადსპორტოწყ.პლ-სთან ინტერვიუში.

ეროვნულ გუნდზე საუბრისას მან შემდეგი აღნიშნა:

“ჩვენს ბუნებაში შეტევაა, წინ თამაში, მითუმეტეს მართლაც კარგი თავდამსხმელები გვყავს. სამწუხაროდ, ქეცბაიას სხვა კონცეფცია აქვს. ის აქცენტს დაცვაზე აკეთებს”.

ძალამიძემ ხაზი გაუსვა, რომ სიტყვა “ვარსკვლავზე” ალერგია აქვს:

“თავს “ვარსკვლავად” არ ვგრძნობ და არ მსურს ვინმემ ასე დამიძახოს. “ვარსკვლავები” “რეალსა” და “ბარსელონაში” თამაშობენ. ზოგიერთი მათგანი მაშინ ვნახე, როდესაც “ბენფიკაში” ვისინჯებოდი. აივნიდან პირველი გუნდის ვარჯიშს ვუყურებდი ხოლმე, სადაც რუი კოშტა და ნუნუ გომეში გამოდიოდნენ. მოზარდ ასაკში, როდესაც ასეთ ფეხბურთელებს უყურებ, გსურს მათ დაემსგავსო”.

ძალამიძე ლოძის “ვიძევში” 19 წლის ასაკში გადავიდა და მისი თქმით, პოლონეთის ჩემპიონატში სათამაშოდ მზად არ იყო:

“პოლონეთში როდესაც ჩავედი, ჩემს თავს ყველაფერი სწრაფად მოხდა. ამისთვის ფიზიკურად და მორალურად მზად არ ვიყავი. ახლა ჯანმრთელი ვარ და ვგრძნობ, რომ ჩემი დრო მოვიდა”.

აგვისტოს ბოლოს პრზეგლადსპორტოწყ.პლ-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდნენ, რომ ნიკა 250000 ზლოტად (დაახლოებით 60000 ევრო) ღირებული “მერსედესით” გამოირჩეოდა, ხოლო ერთ-ერთი თანაგუნდელი ამბობდა, რომ პოლონურ ენაში ქართველის ცოდნა მხოლოდ ფულზე საუბრით შემოიფარგლებოდა.

“ასეთი პუბლიკაციებით აღტაცებული ვარ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მსგავს ტექსტებს წერს ხალხი, რომლებიც ნამდვილად არ მიცნობს. იცით რა მოხდა ამ ავტომობილთან დაკავშირებით? ის ჩემმა ძმამ იყიდა. მე მართვის მოწმობაც კი არ მაქვს. გთხოვთ დაწეროთ, რომ ცოტა ხნის წინ, მან საქართველოში ბინა იყიდა, თუ ასე ხართ დაინტერესებული” – განაცხადა ძალამიძემ ღიმილით.

ძალამიძეს უკვირს თუ რატომ აკრიტიკებდნენ, როდესაც ორი მძიმე ტრავმა გადაიტანა:

მე ორი სერიოზული ტრავმა გადავიტანე. ნამდვილად არ მესმის, ასე მკვეთრად რატომ მაკრიტიკებდნენ.

ძალამიძემ ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც არჩევანი ლოძის “ვიძევზე” შეაჩერა:

“მოსკოვში ყოფნისას, როდესაც ცსკა-ში ვისინჯებოდი, გუნდის მთავარ მწვრთნელს სლუცკის ვესაუბრე. მან ჩემი ტექნიკური მონაცემები კარგად შეაფასა, მაგრამ ბევრი შენიშვნა ჰქონდა ფიზიკურ კონდიციებზე. მან რეზერვში თამაში შემომთავაზა. იმ დროს ჩემს პოზიციაზე ალან ძაგოევი და კეისუკე ჰონდა გამოდიოდნენ. მათთან კონკურენცია ჩემთვის ნაადრევი იყო”.

0.117679