ფეხბურთი

14:51 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა ინდივიდუალურად ივარჯიშა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიაშია და კვირას ფიზმომზადების მწვრთნელ დმიტრი დე კონდეს მეთვალყურეობით ინდივიდუალურად ივარჯიშა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი hbvl.be იუწყება.

“გენკმა” ოქრიაშვილს პრესასთან ურთიერთობა აუკრძალა. ქართველი ფეხბურთელი ბელგიაში შაბათს ამსტერდამის გავლით დაბრუნდა. ჯერჯერობით ის გენკში მარტო იმყოფება. ოჯახის წევრები მასთან მაშინ ჩავლენ, როდესაც ბელგიის ვიზას მიიღებენ.

ოქრიაშვილი, დისციპლინის დარღვევის გამო, ამ ეტაპზე “გენკის” სარეზერვო გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს.

0.118355