მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მზადაა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიმდინარე სეზონში ნაჩვენები კარგი შედეგის გამო კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
AS.com-ის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს მადრიდელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ხელშეკრულების გახანგრძლივების ორი ვარიანტი აქვს: 2017 ან 2018 წლის ზაფხულამდე.
თავად ანჩელოტი “სამეფო კლუბში” მუშაობით კმაყოფილია და არც მალავს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. იტალიელი სპეციალისტის მიერ დამძღვრილმა გუნდმა პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში 10 თამაშიდან 24 ქულა მოაგროვა და ცხრილის სათავეშია. მადრიდულმა გრანდმა ლა ლიგაში 37 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 გაუშვა.