ფეხბურთი

13:58 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "პალერმომ" გამარჯვება დაიმსახურა"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "პალერმოსთან" განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

"ვთქვი, რომ "პალერმო" რთული მოწინააღმდეგე იქნებოდა, რადგან კარგად თამაშობს. მატჩი ცუდად არ დაგვიწყია, პოლის და ტორესს გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ თამაში სხვანაირად წარიმართა. მეტოქემ გოლები გაგვიტანა და გამარჯვება დაიმსახურა. გასული მატჩები უნდა დაგვეხმაროს პროგრესსა და გაზრდაში. "მილანის" შედეგზე პასუხისმგებელი ვარ და მომდევნო თამაშს გუნდი "სამპდორიას" წინააღმდეგ მოუთმენლად ელოდება." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"მილანი" კრიზისისგან თავს კვლავ ვერ აღწევს. ინძაგის დამოძღვრილი გუნდი 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "იუვენტუსს" 9 ქულით ჩამორჩება.

0.111179