ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. 66 წლის სპეციალისტს თავის კარიერის განმავლობაში თითქმის ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. კარიერის გამორჩეული ეტაპი მან ტურინის “იუვენტუსში” გაატარა. 2006 წელს კი თავის სამშობლოს მეოთხედ მოაგებინა მსოფლიოს ჩემპიონატი.
ლიპის მართლაც მდიდარი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა, რომელიც იტევს, როგორც დიდ გამარჯვებებს, ისე წარუმატებლობებს, დაპირისპირებებს სხვადასხვა ფეხბურთელებთან და ა.შ.
ლიპის 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონტინტენთაშორისო თასი, მსოფლიოს ჩემპიონატი, იტალიის თასი...ამავდროულად, 3-ჯერ ჩინეთის ჩემპიონატი და ერთხელ აზიის ჩემპიონთა ლიგა.
მარჩელო ლიპი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა კონტინენტზე აქვს მოგებული, 1996 წელს ევროპაში, 2013 წელს კი აზიაში...
მარჩელო ლიპის ევროპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ მარცხი აქვს განცდილი – 1997, 1998 და 2003 წლებში.
მის დიდ სამწვრთნელო კარიერას რა თქმა უნდა არც პირადი ჯილოდები აკლია, იგი ორჯერ, 1996 და 1998 წლებში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდა კლუბის თავკაცებს შორის, 2006 წელს კი იგივე ჯილდო უკვე, როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაიმსახურა. სამჯერ დასახელდა სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელად 1997, 1998 და 2003 წლებში. 1997 წელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მოიპოვა.
პირადი ჯილდოს გარეშე მას არც აზიის კონტინენტი დაუტოვებია, 2013 წელს ის ჩინეთის წლის სპეციალისტად აღიარეს.
2011 წელს კი მისი სახელი იტალიის დიდების მუზეუმში ჩაეწერა...
დანარჩენს ჩვენი ფოტო კოლაჟიდან უფრო უკეთ გაეცნობით...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნადრევია ასეთი კაცის წასვლა, იტალის კლუბებს ყველაზე მაგრად ეხლა უჭირს და უნდა უშველოს,
ჩემი ფავორიტი ტრენერი...
რა ნაკრები იყო 2006 წელს. ტოტი რო წაიყვანა სწორად მოიქცა, ლომის წილი დაიდო ფრანჩესკომ იტალიის გამარჯვებაში. მხოლოდ ორი ბურთი გაუშვა იტალიის გაუვალმა დაცვამ, ისიც ერთი ფინალში პენალტი და ჯგუფურზე ძაკარდოს ავტოგოლი. ამას + ნესტას ტრამვა. პირლოს ლეგენდარული გადაცემა და გროსოს გოლი რა კაი წუთები იყო)
მსოფლიოს მოგება მაინც უმთავრესი ტიტული იყო ალბათ.... ლეგენდარული მწვრტელი მართლაც
რომ მახსენდება ერთი 7 წლის წინ სავსე იყო იტალიური გუნდები მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, ოქროს ბურთის პრედეტენტებით და ეხლა რა დღეშია იტალიური ფეხბურთი. მთავარი მიზეზი ალბათ გარიგებული მატჩებია.
მართალია, იტალიის ნებისმიერ კლუბს წაადგებოდა.
Chamilo, გეთანხმები, იტალიაში გამოცდილი და ვარსკვლავი ფეხბურთელების და მწვრთნელების ნაკლებობაა, სხვა დანარჩენთან ერთად ...
დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნება,მარტო 2006 წელი რომ გაიხსენოს კაცმა იმითაც მიხვდება რა გენიალური მწვრთნელია,გული დამწყდა მართლა რომ წავიდა ჯერ კიდევ შეეძლო მუშაობა და გამისწორდებოდა იტალიაში რომელიმე კლუბი რომ ჩაებარებინა,ლიპი,კაპელო,ანჩელოტი რომ იტალიაში მუშაობდნენ დარწმუნებული ვარ იტალიურ ფეხბურთს გამოიყვანდნენ კრიზისიდან,ლიპი-იუვეში,კაპელო-ნაპოლში,მილანში-ანჩელოტი
ობიექტური კომენტარი)
ჩემი საყვარელი მწვრთნელი იყო ყოველთვის!! დიადი ლეგენდააა! დონ მარჩელოო!!