ფეხბურთი

13:08 | 3.11.2014 | ნანახია 0 - ჯერ

SBM LEAGUE 2014/15: ლიგებში ფავორიტები გამოიკვეთნენ

2 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდებმა გამართეს. მატჩებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

„ვერცხლის ლიგაში“ გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე ტური ორად გაიყო. ოთხი წყვილის დაპირისპირება 26 ოქტომბერს გაიმართა. გუშინ კი დანარჩენიექვსი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს.

ზედიზედ მეორე მარცხი იგემა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გუნდმა, რომელიც ამჯერად ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან, GWP-ისთან დამარცხდა 1-10. იოლი გამარჯვება მოიპოვა სნიკერსმა რომელმაც ივერიაბეთს8-1 სძლია. უაღერსად დაძაბული და დინამიური გამოდგაბანკი რესპუბლიკისა დაკრედოს დაპირისპირება, რომელშიც ამ უკანასკნელებმა 5-4 იმარჯვეს.

ორი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 6 ქულა ერთბაშად 5 გუნდს აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით პირველადგილზე GWP იმყოფება.

02.11.2014. ვერცხლის ლიგა. II ტური

რუსთავი 2 – GWP 1-10

გოლები: 6წთ, გოქაძე - 6წთ, 7წთ, 9წთ, თურმანიძე, 17წთ, 21წთ, აფციაური, 28წთ, თურმანიძე, 35წთ, ჯაფარიძე, 35წთ, თარაშვილი, 39წთ, ჯანუყვაძე

სნიკერსი - ივერიაბეთი 8-1

გოლები: 3წთ, მგალობლიშვილი, 18წთ, ხარიტონაშვილი, 22წთ, მგალობლიშვილი, 26წთ, მ. მენთესაშვილი, 29წთ, 30წთ, ბ.მენთესაშვილი, 37წთ, 38წთ, მგალობლიშვილი - 40წთ, ბერეჩიკიძე

ბანკი რესპუბლიკა - კრედო 5-4

გოლები: 5წთ, ზერეკიძე, 13წთ, ბოგვერაძე, 23წთ, დიასამიძე, 25წთ, ზერეკიძე - 4წთ, ჩიხრაძე, 17წთ, ბაკურაძე, 22წთ, ცერცვაძე, 26წთ, 38წთ, ჩიხრაძე

ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ოქროს ლიგის მეორე ტურის შეხვედრები. გამონაკლისი მხოლოდ პრივატ ბანკისა და ბორჯომის დაპირისპირება იყო, სადაც „ბანკირებმა“ იოლად, 7-1 სძლიეს მეტოქეს. უდაოდ ტურის მშვენება გამოდგა ბათუმის წყალისა და საქართველოს ბანკის გუნდების დაპირისპირება, სადაც მიმდინარე გათამაშების პირველი ფრე დაფიქსირდა, 1-1. მოლოდინი გაამართლა ნატახტარისა და ევროპაბეთის შეხვედრამ. მოქმედი ჩემპიონი თამაშის განმავლობაში ორჯერ აგებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ანგარიშით 4-2. საკმაოდ დაძაბული გამოდგა მატჩი ვი თი ბი ბანკს და ერისთავს შორის. „საბანკო - იურიდიული“ „გარჩევა“ ბანკირების გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა. პრივატ ბანკი მხოლოდ ბურთების სხვაობით ჯობნის ასევე 6 ქულიან, GM ჭიათურას. 4-4 ქულით კი მესამე მეოთხე ადგილებს საქართველოს ბანკი და ბათუმის წყალი იკავებენ.

02.11.2014. ოქროს ლიგა. II ტური

ბორჯომი - პრივატ ბანკი 1-7

გოლები: 26წთ, ჩალაძე - 22წთ, ფირანიშვილი, 23წთ, მაზანიშვილი, 30წთ, 31წთ, კარბაია, 31წთ, 32წთ, ფირანიშვილი, 37წთ, ხარებავა

ბათუმის წყალი - საქართველოს ბანკი 1-1

გოლები: 22წთ, ბერიძე - 35წთ, სერჟ აბლო

ევროპაბეთი - ნატახტარი 2-4

გოლები: 6წთ, ლუკავა, 25წთ, ქორჩილავა - 15წთ, 29წთ, გოგოხია, 35წთ, სეფერთელაძე, 36წთ, აფაქიძე

ვი თი ბი ბანკი - ერისთავი და პარტნიორები 3-2

გოლები: 11წთ, 18წთ, 35წთ ჯობავა - 20წთ, 39წთ მდივანი

GM ჭიათურა – CFCP 3-0

მატჩების დასრულების შემდეგ, ტრადიციულად ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ორივე ლიგაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. „ოქროს ლიგის“ მეორე ტურის MVP „ვი თი ბანკის“ შემტევი, გიორგი ჯობავა გახდა, რომლის ჰეთ თრიკმაც მის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. მას ჩემპიონატის სპონსორი, ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდი „სკეჩერსი“ 200 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

რაც შეეხება „ვერცხლის ლიგას“ აქ საუკეთესოდ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდის ფეხბურთელი, მიშა მიქავა დასახელდა. 26 ოქტომბერს, საქრუსენერგოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ბოლო წამზე მისმა ეფექტურმა დარტყმამ, გუნდს სამი ქულა მოუტანა. მიშას, ჩემპიონატის პარტნიორი თაფლი „მეუტკრეს“ პროდუქცია გადაეცემა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“ და ყვავილების მაღაზია „flowers.ge”.

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.098313