51 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა დავიდ მოიესმა შესაძლოა სან-სებასტიანის "რეალ სოსიედადი" ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული guardian-ი ავრცელებს.
ესპანელებმა პრიმერადივიზიონის 2014/15 წლების სტარტზე წარუმატებელი თამაშის გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იაგო არასატე დაითხოვეს. "სოსიედადის" ხელმძღვანელობამ არასატეს თანაშეემწეებთანაც გაწყვიტა კონტრაქტი, შესაბამისად კლუბმა ახალი სამწვრთნელო შტაბი მალევე უნდა დააკომპლექტოს.
დავიდ მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" განთავისუფლების შემდეგ, რახანია უკლუბოდაა. ბოლო დროს შოტლანდიელს მილანის "ინტერსაც" უკავშირებენ. ესპანური კლუბის თავკაცთა კანდიდატებს შორის "პრესტონის", "ევერტონის" და მანჩესტერული გრანდის ყოფილი დამრიგებლის გარდა, "ვესტ ბრომვიჩის" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელები პეპე მელი და ალეხანდრო საბელია არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სალაჰს და ჯეკოს დააფსას ფეხებზე ტოტიმ თორე დასტოვებდა ზიზუ პოსტს
)
შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება
შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება
აბაა ბიჭო
მარა ძაან მეეჭვება
ბევრი მომენტი გაანიავეს, გუშინდელ თამაშში ეპატიებათ მარა ...
კი, ძალიან ბევრი. 38 დარტყმა ჰქონდათ კარისკენ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ჩემპიონატში უშანსოდ, თასიდან გამოშვებული ... დაისვენეთ და ელოდეთ კენჭისყრას