კალათბურთი

12:41 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარმელომ 20 000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა (+VIDEO)

ღამე NBA-ში 4 თამაში გაიმართა. “კლიპერსი” საკუთარ კელდებში “საკრამენტოსთან” დამარცხა - 92:98. მატჩში გამოჩეული იყო “საკრამენტოს” კალათბურთელი დემარკუს კაზინსი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 34 ქულა და 17 მოხსნა.

“მაიამი ჰიტმა” სახლში “ტორონტო რეპტორსს” 107:102 მოუგო. “ჰიტი” 3-დან სამი მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მატჩის საუკეთესო მექულე დეროუზანი გახდა 30 ქულით. მე-4 პერიოდში, “მაიამის” კალათბურთელი მაკრობერტსი საკუთარ ფართან ბურთს ხსნიდა, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა და აუტში გაუშვა. მაკრობერტსი გაბრაზდა და მაისური შემოიხია.

“ნიუ იორკმა” “მედისონ სქუერ გარდენში” “შარლოტ ჰორნეტს” 3-ქულიანი სხვაობით სძლია 96:93. მატჩის დაწყებიდან 6 წუთში “ნიუ იორკის” ლიდერმა კარმელო ენტონიმ 3-ქულიანი ჩააგდო, რაც მისთვის საიუბილეო ქულა აღმოჩნდა. კარმელომ მე-20 000 ქულა ჩააგდო კარიერაში და NBA-ს ისტორიაში მე-40 კალათბურთელი გახდა, ვინც ამ ნიშნულზე ავიდა. მატჩის ბოლო წუთებზე “ნიქსი” 95:93 იგებდა, ხოლო ბურთი “შარლოტას” გამთამაშებელ კემბა უოლკერს ჰქონდა. გამათამაშებელმა მოატყუა ერთი კაცი, გავიდა სასროლ პოზიციაზე, ისროლა 2-ქულიანი, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია მისმა ნასროლმა.

“პორტლენდი” სახლში “გოლდენ სტეიტთან” დამარცხა 90:95. მატჩის დარულებამდე 11 წამით ადრე “პორტლენდი” 90:89 ამარცხებდა “გოლდენ სტეიტს”, მაგრამ კლეი ტომპსონმა მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე 2-ქულიანი ჩააგდო და გუნდი წინ გაიყვანა, შემდეგ სტეფენ კარიმ ჩაჭრა ბურთი და “გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “საკრამენტო კინგზი” 92:98 (19:25, 32:20, 23:25, 18:28)

“ლოს ანჯელეს კლიპერსი”: გრიფინი (17 ქ. 8 მ.), ჰოუსი (17 ქ.), პოლი (16 ქ. 5 მ. 11 პ.), რედიკი (12 ქ.), ფარმარი (10 ქ.), ბარნსი (7 ქ.), თურქოღლუ (7 ქ.), ჯორდანი (4 ქ. 9 მ.), დუგლას-რობერტსი (2 ქ.).

“საკრამენტო კინგზი”: კაზინსი (34 ქ. 17 მ. 5 პ.), გეი (25 ქ. 7 მ. 6 პ.), კოლისონი (14 ქ. 5 მ.), ლენდრი (7 ქ.), კასპი (6 ქ. 6 მ.), ტომპსონი (4 ქ. 7 მ.), მაკლემორი (3 ქ.), სტაუსკასი (3 ქ.), ევანსი (1 ქ.), უილიამსი (1 ქ.).

“მაიამი” – “ტორონტო” 107:102 (31:26, 33:28, 23:23, 20:25)

“მაიამი”:ბოში (21ქ. 11მ.), უეიდი (19 ქ. 11 მ. 7 პ.), დენგი (18 ქ.), უილიამსი (16 ქ. 5 მ.), ჩელმერსი(12ქ.), ნაპიერი (8 ქ.), კოული (5 ქ.), ენისი (3 ქ.), ჰამილტონი (2 ქ.), მაკრობერტსი (2 ქ.), ბრაუნი (1 ქ.).

“ტორონტო”:დეროზანი (30 ქ.), ლოური (22 ქ.), ვალანჩუნასი (14 ქ. 8 მ.), ვასკესი (12 ქ.), ლ. უილიამსი (8 ქ.), ჯონსონი (8 ქ.), როსი (6 ქ.), ჰენსბრო (2 ქ. 6 მ.).

“ნიუ იორკ ნიქსი”-“შარლოტ ჰორნეტსი” 96:93 (29:21, 23:29, 27:30, 17:13)

“ნიუ იორკი”: ენტონი (28 ქ.), სტაუდმაიერი (17 ქ. 10 მ.), შამპერტი (15 ქ.), ლარკინი (9 ქ.), ჰარდევეი (9 ქ.), ჯ.რ. სმიტი (7 ქ.), სმიტი (6 ქ.), პრიჯიონი (3 ქ. 5 პ.), ეისი (2 ქ.)

“შარლოტა”: ჯეფერსონი (21 ქ.), ნილი (17 ქ.), უოლკერი (16 ქ.), სტივენსონი (14 ქ. 8 პ.), ზელერი (6 ქ. 5 მ.), კიდ-გლირკისტი (6 ქ.), უილიამსი (5 ქ. 5 მ.), ჰენდერსონი (4 ქ.), მაკსიელი (2 ქ.), რობერტსი (2 ქ.)

“პორტლენდ ბლეიზერსი”-“გოლდენ სტეიტ ვორიორსი” 90:95 (22:30, 26:21, 20: 17, 22:27)

“პორტლენდი”:ოლდრიჯი (26 ქ. 13 მ.), მეტიუზი (18 ქ.), ლოპესი (12 ქ. 10 მ.), ლილარდი (11 ქ.), ბლეიკი (8 ქ. 5 პ.), ბატუმი (5 ქ.), ბარტონი (4 ქ.), რობინსონი (4 ქ.), კამანი (2 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (29 ქ.), კარი (21 ქ. 6 პ.), ბარბოსა (13 ქ.), ბოგუტი (11 ქ. 12 მ.), გრინი (5 ქ.), იგუადალა (5 ქ.), ეზელი (4 ქ.) სპეიტსი (4 ქ.), ბარნსი (3 ქ.)

თეგებიNBA
0.118311