ფეხბურთი

12:30 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “დაუმსახურებლად ნაკრებში მხოლოდ მესის და მარადონას გამოძახება შეიძლება”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “სკაი სპორტს” სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. მათ შორის, “იუვენტუსზე”, იტალიის ნაკრებზე, ჯიჯი ბუფონზე და დანიელე დე როსიზე.

კონტეს განცხადებით, მას ძალიან სურდა “იუვეში” დანიელე დე როსის ხილვა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა “რომას” დატოვება არ ისურვა...

ანდრეა პირლო – როდესაც გაქვს შესაძლებლობა გუნდში გყავდეს პირლო ეს დიდი ფუფუნებაა. არა მარტო, როგორც ფეხბურთელი, მას გასახდელშიც დიდი როლის თამაში შეუძლია…

ჯიჯი ბუფონის შემცვლელზე – რთულია მისი შეცვლა, ახლაც კი მის ასაკში... თუმცა მატია პერინი ძალიან იმედისმომცემი და ნიჭიერი მეკარეა...

500 თამაში “იუვეტუსში” ნამდვილად ფანტასტიური შედეგია. მან ეს თავისი პროფესიონალური კარიერის გამო სავსებით დაიმსახურა. ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ უპირველესად დიდი ადამიანია. მე მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ის ნაკრების კაპიტანია.

დანიელე დე როსი – როცა “იუვენტუსში” მივედი მინდოდა ჩემთან გადმომეყვანა, მაგრამ ის მხოლოდ “რომაზე” ფიქრობს, მისთვის ერთადერთი იტალიური კლუბი სწორედ “ჯალოროსია”. იტალიის ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობს, ნამდვილი მაგალითია ახალგაზრდებისთვის.

ბალოტელი ნაკრებს მიღმა – ნაკრებში მხოლოდ დამსახურებით უნდა ხვდებოდნენ ფეხბურთელები. არავისთან ვარ დაპირისპირებული, მაგრამ ვინც ნაკრებში მოხვდება, მას უნდა ეამაყებოდეს იტალიის ნაკრების მაისურის ტარება. იგებს მთლიანად გუნდი და არა ერთეულები. გამონაკლისები მხოლოდ მესის და მარადონას შემთხვევებში შეიძლება დაიშვას..

შედარება კონტეს და ალეგრის “იუვესი” – ვწუხვარ, რომ ყველა ალეგრის წინააღმდეგაა. ის სწორად მუშაობს. ალეგრის მოსვლით “იუვეში” ახალი ეტაპი დაიწყო.

ორჯერ მქონდა სურვილი ვინოვოს ბაზაზე მისვლისა, პირველად, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა იყო, მეორედ კი “უდინეზესთან” მატჩის წინ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. სიამოვნებით დავბრუნდები უკან.

ტოტი VS “იუვენტუსი” – “რომასა” და “იუვეს” შორის სკუდეტოსთვის გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ერთმანეთისადმი პოზიტიური მესიჯების გაგზავნა უკეთესი იქნებოდა.

0.114522