ფეხბურთი

10:52 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” არასატე დაითხოვა

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის სტარტი ჩაუვარდა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იაგობა არასატე დაითხოვა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მთავარ მწვრთნელთან ერთად დაკავებული თანამდებობა დატოვეს მისმა ასისტენტებმაც.

“რეალ სოსიედადმა” იაგობა არასატე მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მასთან ერთად გუნდი დატოვეს ჩემა ლუნბერასმა და ბიტორი ალკისამ. სანამ ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნება და მისი სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტდება, პირველ გუნდს ასერ სანტანა და იმანოლ ალგუასილი ავარჯიშებენ, რომლებიც აქამდე “სანსში” მუშაობდნენ. “რეალ სოსიედადი” გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის არასატეს, ლუმბერასსა და ალკისას” - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ჩაბარების კანდიდატებად დევიდ მოიესი, ხუანდე რამოსი, პეპე მელი და ტომას ტუჰელის ვარიანტები განიხილება.

0.109778